|
2017-02-02 10:25:45, 1164 ნახვა
საზოგადოება
გიორგი მღებრიშვილი „ბრითიშ პეტროლიუმის“ წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი „ბრითიშ პეტროლიუმის“ (BP) წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა და „BP-საქართველოს“ გენერალურმა მენეჯერმა კრის შლიტერმა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული მილსადენების უსაფრთხოების საკითხები, რისკების კონტროლისა და რეაგირების მექანიზმები განიხილეს. საქართველოს მთავრობასა და BP-ს შორის გაფორმებულია ხელშეკრულებები „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის, სამხრეთ-კავკასიური მილსადენის პროექტის, დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენის და სუფსის ტერმინალზე განთავსებული მისი კუთვნილი ობიექტების უშიშროების უზრუნველყოფის თაობაზე“ და „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის პროექტისთვის უშიშროების აღჭურვილობის, ობიექტების და ოპერირების დაფინანსების უზრუნველყოფის შესახებ“. შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სუფსის ნავთობის ტერმინალის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის, ბაქო-თბილისი-ერზრუმის სამხრეთ-კავკასიური გაზსადენისა და მათი ინფრასტრუქტურის დაცვასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. „BP-საქართველოს“ გენერალურმა მენეჯერმა კრის შლიტერმა საქართველოს შს სამინისტროს მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. (NS)
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)