19:48 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-27 09:34:18, 1081 ნახვა

საზოგადოება
გია ცერცვაძე: არ ვიცი რუსული მხარე რას მედავება

 „დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც მხარში მედგა“,-ამის შესახებ ვიცე-პოლკოვნიკმა გია ცერცვაძემ უკრაინაში ჟურნალისტებს განუცხადა.

„დიდი მადლობა ყველა იმ ხალხს, ვინც მხარს მიჭერდა. არ ვიცი რას მედავება რუსული მხარე“,-აღნიშნა ცერცვაძემ.

ცნობისთვის, კიევის სააპელაციო სასამართლომ ქართველი ვიცე პოლკოვნიკი გია ცერცვაძე წინასწარ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილების მიზეზი პირველი ინსტანციის მიერ შესაბამისი დოკუმენტაციის სააპელაციო სასამართლოში დაგვიანებით გადაგზავნა გახდა.თუმცა, მოგვიანებით, პროკურატურის მიერ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შედეგად, ცერცვაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

შეგახსენებთ, გია ცერცვაძეზე ძებნა ინტერპოლმა რუსული მხარის მოთხოვნით დაიწყო. მას რუსეთი მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში სდებს ბრალს. აღსანიშნავია, რომ რუსეთის მიერ შედგენილი დოკუმენტების თანახმად, ცერცვაძეს ბრალი 2003 წელს, რუსეთში მომხდარ მკვლელობაში ედება, თუმცა მასზე საერთაშორისო ძებნა 13 წლის შემდეგ, რამდენიმე კვირის წინ მოითხოვეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics