20:40 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-26 15:34:02, 944 ნახვა

საზოგადოება
გია ცერცვაძის სასამართლო სხდომა 3 თებერვალს გაიმართება

ქართველი ვიცე-პოლკოვნიკის გია ცერცვაძის მორიგი სხდომა კიევის სააპელაციო სასამართლოში 3 თებერვალს გაიმართება.

დღეს სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებაზე იმსჯელა, რომლის მიხედვითაც გია ცერცვაძეს 40 დღიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

ცნობისთვის, ვიცე-პოლკოვნიკი გია ცერცვაძე კიევის სააპელაციო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოცხადდა, რასაც სასამართლო დარბაზში პროტესტი მოყვა. სასამართლო კოლეგიამ გადაწყვეტილება იმ მოტივით ახსნა, რომ პირველმა ინსტანციამ შესაბამისი დოკუმენტია სააპელაციო სასამართლოში დაგვიანებით გადაგზავნა. 

შეგახსენებთ, რომ ქართველი ვიცე-პოლკოვნიკი გია ცერცვაძე 15 იანვარს, უკრაინაში ჩასვლისთანავე დააკავეს. რუსეთის ფედერაცია სამხედროს, მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს და მის ექსტრადირებას ითხოვს.

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
მოსკოვსა და ცხინვალს შორის „მოკავშირეთა თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ შეთანხმება რატიფიცირებულია
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics