|
2017-01-25 14:35:10, 2758 ნახვა
ეკონომიკა
Bloomberg: საქართველო ინვესტირების კუთხით მაღალი რისკის შემცველ ქვეყნად ითვლება
Bloomberg-ი ახალ რეიტინგებს აქვეყნებს, სადაც ქვეყნები ინვესტიციების განხორციელების მიხედვით, მაღალი რისკიანობის მიხედვითაა დალაგებული. 100ქულიან რეიტინგში საქართველომ 11.6 ქულა დაიმსახურა. რეიტინგში ნორვეგია ლიდერობს 96.5 ქულით, მეორეზე შვეიცარიაა, მესამეზე კი შვედეთი. საქართველო Bloomberg-ის რეიტინგის თანახმად, ინვესტორებისთვის უფრო რისკის შემცველი ქვეყნაა, ვიდრე ამ რეგიონის ის ქვეყნები, რომლებიც ამ ინდექსში მოხვდნენ, მაგალითად რუსეთი, თურქეთი და უკრაინა. ყველა მათგანი საქართველოზე წინაა. საქართველო რეიტინგში 70-ე ადგილზეა. ქცნობისთვის, ვეყნის რისკის ქულა გამოითვლება 29 ინდიკატორისაგან. ეს ინდიკატორები წარმოადგენენ ფინანსურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ რისკებს, რომლებსაც ინვესტორები აწყდებიან. ვებგვერდზე ბლუმბერგს მხოლოდ 4 ასეთი ფაქტორი აქვს მითითებული: სარეზერვო მარაგები (მისი პროცენტი მშპ-სთან მიმართებაში), უმუშევრობის დონე ქვეყანაში, ინფლაციის მაჩვენებელი და ვალუტის ვოლატილობა (არამდგრადობა).
ჯანდაცვის მინისტრმა სარჯველაძემ ბათუმის რესპუბლიკურის ემერჯენსის ხელმძღვანელი ჯუმბერ ბოლქვაძე გულგრილობაში დაადანაშაულა
პატიმარი გიორგი დავითაძე - გამაუპატიურეს, 10-მა კაცმა, ბადრაგებმა
პენიტენციური სამსახური უარყოფს, რომ გიორგი დავითაძე ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა გააუპატიურეს
სექტემბერში, დიზელი წლიურად 54%-ით გაძვირდა, ბენზინი - 30%-ით
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)