18:45 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-25 11:41:39, 950 ნახვა

საზოგადოება
კვლევა: ახალგაზრდების 92% მიიჩნევს, რომ ნატოში ინტეგრაცია რუსეთთან კონფლიქტს გააღრმავებს

ფრიდრიხ ებერტის ფონდის კვლევის თანახმად, რესპოდენტების 68%-ი საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს.

თუმცა, ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებული ყველაზე დიდი მოსალოდნელი საფრთხე რუსეთის აგრესიის ზრდაა. ახალგაზრდების 92%-ს მიიჩნევს, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაცია რუსეთთან კონფლიქტს გააღრმავებს, ხოლო 81% ფიქრობს, რომ ნატოში გაწევრიანებით საქართველოს რადიკალური ისლამური დაჯგუფებისგან საფრთხე შეექმნება.

გამოკითხული ახალგაზრდების 74% ფიქრობს, რომ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების დაკარგვა, ნატოში ინტეგრაციის არასასურველი შედეგია.

გარდა ამისა, როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მცხოვრები ახალგაზრდების 65%-ს სჯერა, საქართველოს ნატოში ინტეგრაცია ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვას გამოიწვევს. სოფელში მცხოვრები რესპონდენტების 59% ასახელებს იგივე მიზეზს, მაშინ როცა თბილისში მხოლოდ 32% დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხეს ვარაუდობს.

რესპონდენტების 67%-ს სჯერა, რომ ნატოში მიღება ქართული ღირებულებების დაკარგვას გამოიწვევს. ამ საფრთხეს ყველაზე ნაკლებად თბილისში მოსახლე ახალგაზრდობა (50%) ელოდება, მაშინ, როცა სხვადასხვა ქალაქების და სოფლების ახალგაზრდობის 70%-ს სჯერა, რომ ქართული ღირებულებების დაკარგვა ამ პროცესის არასასურველი შედეგია.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული კვლევა მოიცავდა 14-29 წლის ახალგაზრდებს. კვლევა ჩატარდა 2016 წლის მაისი-ივნისის პერიოდში. ფრიდრიხ ებერტის ფონდმა მსგავსი კვლევები განახორციელა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებსა და ცენტრალურ აზიაში. წინამდებარე კვლევა, არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ჩატარებული სერიების ნაწილი, სომხეთში ჩატარებულ კვლევასთან ერთად, რომელიც უკვე დასრულდა. აღნიშნული კვლევები შექმნილია იმისათვის, რათა შესაძლებელი გახდეს გამოკითხვაში მონაწილე ქვეყნების შედეგების შედარება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics