16:40 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-24 20:12:16, 1007 ნახვა

საზოგადოება
ტუღუში: დღეს ხელისუფლებას ცერცვაძის საქმეზე რეაგირება რომ უწევს, დიდი წვლილი ოპოზიციას და საზოგადოების აქტიურობას მიუძღვის

დღეს რომ ხელისუფლებას უწევს ვიცეპოლკოვნიკ გია ცერცვაძის საქმეზე რეაგირება, დიდი წვლილი მიუძღვის ოპოზიციას და საზოგადოების აქტიურობას, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი ტუღუშმა განაცხადა.

მისი თქმით, არსებობს სერიოზული რისკები, რომ მომავალშიც რომელიმე ქართველი სამართალდამცველი სტრუქტურის წარმომადგენელი ან ოფიცერი, რომელიც ოდესმე მონაწილეობდა გარკვეულ საბრძოლო მოქმედებებში ან სადაზვერვო საქმიანობაში არ აღმოჩნდეს ანალოგიურ მდგომარეობაში, როგორშიც გია ცერცვაძე აღმოჩნდა.

„ხელისუფლებას ამ ფაქტთან მიმართებით სათქმელი არაფერი აქვს გარდა იმისა, რომ ძალიან სერიოზული შეცდომებია დაშვებული და არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ არის კოორდინაცია რუსეთის სამართალდამცავ სტრუქტურებთან. ფაქტია, ვიცეპოლკოვნიკი ცერცვაძე საქართველოში იმყოფებოდა და თავისუფლად გადაადგილდებოდა, მან ისე დატოვა სახელმწიფო საზღვარი, რომ გაფრთხილება წითელი ცირკულარით ძებნის შესახებ გაფრთხილება არ მიუღია. რის შემდეგაც ის დააკავეს უკრაინაში. 
გავიხსენოთ მაისურაძის ფაქტი, ყოფილი ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელის, რომელიც თითქმის ანალოგიურ ვითარებაში დააკავეს ლიტვაში. ლიტვის სასამართლომ თქვა უარი მის გადაცემაზე რუსეთის ფედერაციისთვის, მაგრამ ძალიან ბევრი მსგავსებაა ამ ფაქტებს შორის. სწორედ ეს გვაძლებს ჩვენ ძალიან ეჭვების საფუძველს, რომ უკრაინის სასამართლო რუსეთის მხარეს გადაცემაზე უარს ეტყვის. რაზეც ყველა ლეგიტიმური საფუძველი არსებობს. დღეს, რომ ხელისუფლებას უწევს აღნიშნულ ფაქტზე სათანადო რეაგირება და შესაბამისი კომუნიკაციის განხორციელება, ცხადია აქ ძალიან დიდი წვლილია ოპოზიციის და საზოგადოების აქტიურობის ამ ფაქტის მიმართ. ყველაფერს, რასაც ჩვენ  ბოლო სამი დღის განმავლობაში თვალს ვადევნებთ, სამწუხაროდ, მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ არსებობს სერიოზული რისკები, რომ მომავალშიც რომელიმე ქართველი სამართალდამცველი სტრუქტურის წარმომადგენელი ან ოფიცერი, რომელიც ოდესმე მონაწილეობდა გარკვეულ საბრძოლო მოქმედებებში ან სადაზვერვო საქმიანობაში არ აღმოჩნდეს ანალოგიურ მდგომარეობაში.  ვხედავთ, რომ ეს ადამიანები აღმოჩნდნენ იმ ქვეყნებში დაკავებული, რომელთანაც ჩვენს ქვეყანას აქვს კარგი თანამშრომლური ურთიერთობა, თუმცა შეიძლება მსგავსი ფაქტი მოხდეს ისეთ ქვეყანაში, სადაც ძალიან დიდი რისკის წინაშე დადგნენ ეს ადამიანები და აღმოჩნდნენ რუსი სამართალდამცავების ხელში და არანაირი გარანტია არ არსებობს იმის, რომ მათ სიცოცხლეს და თავისუფლებას არ დაემუქრება მნიშვნელოვანი საფრთხე", - განაცხადა ტუღუშმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე - უამრავი ტყუილი, ბრალდებაა და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა
ჟორჟოლიანი - გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
თბილისში ქუჩაში არჩევდნენ მოქალაქეებს და ინტერნეტბანკინგიდან ფულს ირიცხავდნენ ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics