|
2017-01-19 21:45:35, 1554 ნახვა
საზოგადოება
შსს: კანონის წინაშე ყველა თანასწორია, მიუხედავად პოლიტიკური, რელიგიური თუ სხვა კუთვნილებისა
კანონის წინაშე ყველა თანასწორია, მიუხედავად პოლიტიკური, რელიგიური თუ სხვა კუთვნილებისა, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხაებაშია აღნიშნული, რომელიც დიაკვან გიორგი ჯახუას სახლის ჩხრეკას ეხება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამ წუთამდე ფაქტთან დაკავშირებით შსს-ს რაიმე ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია. განცხადებით უწყება მიმართვს პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან. "შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ ქუთაისში, უზნაძის ქუჩაზე, 1967 წელს დაბადებული გ.ჯ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ორი ძირი კანაფი ამოიღეს, რომლის საერთო წონა 457,18 გრამია. ექსპერტიზის დასკვნით, გ.ჯ.- ს ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. სამართალდამცველებს აღნიშნული ბინის ჩხრეკისას სხვა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ ამოუღიათ. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით). აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამ წუთამდე ზემოთ მოყვანილ ფაქტთან დაკავშირებით შსს-ს რაიმე ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია. მივმართავთ ცალკეული პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ შსს მოქმედებს მხოლოდ კანონით გათვალისწინებული ნორმების ფარგლებში. კანონის წინაშე ყველა თანასწორია, მიუხედავად პოლიტიკური, რელიგიური თუ სხვა კუთვნილებისა", - ნათქვამია განცხადებაში.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)