13:12 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-14 17:03:52, 1300 ნახვა

საზოგადოება
საგარეო საქმეთა სამინისტრომ საოკუპაციო ხაზთან სიახლოვეს მცხოვრებ ბავშვებს უმასპინძლა

საგარეო საქმეთა სამინისტროში შიდა ქართლის რეგიონში საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრებ ბავშვებს საახალწლო წარმოდგენაზე უმასპინძლეს.

უწყების ინფორმაციით, ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტიდან 56 ბავშვი სამინისტროს ეწვია, სადაც მათ საყვარელი ზღაპრის გმირები და სანტა კლაუსი დახვდნენ.

საახალწლო წარმოდგენის დასასრულს ბავშვებს ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოსა და ქართული დიასპორის წარმომადგენლების მიერ სპეციალურად მათთვის შეგროვებული საჩუქრები გადასცეს.

პატარა სტუმრებს მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ უმასპინძლა.

„მოხარული ვარ რომ ასეთი ძვირფასი სტუმრები გვყავს, მათთან ერთად ვზეიმობთ და ვიზიარებთ ახალი წლის ბედნიერ წუთებს. ჩვენთვის კარგად არის ცნობილი ის სირთულეები, რასაც თქვენ  აწყდებით ოკუპაციის გამო. საქართველო მთავრობა, საგარეო საქმეთა სამინისტრო ყოველდღიურად მუშაობს  იმისათვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით ეს პრობლემები გადაიჭრას. გილოცავთ ახალ წელს! დარწმუნებული ვარ თქვენი მომავალი იქნება ბედნიერი და წარმატებული", - მიმართა პატარებს მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ბავშვებისთვის უკვე მეოთხე წელია სისტემატიურად აწყობს სხვადასხვა აქტივობებს და ყოველ წელს მათ სხვადასხვა ღონისძიებებზე მასპინძლობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics