|
2017-01-14 14:28:50, 1039 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტთან 16 სამხედრო მოსამსახურე გარდაცვალების შემდეგ სახელმწიფო ორდენებითა და მედლებით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 16 სამხედრო მოსამსახურე გარდაცვალების შემდეგ საქართველოს სახელმწიფო ორდენებითა და მედლებით დააჯილდოვა. პრეზიდენტმა ხაზი გავუსვა იმ ადამიანების ღვაწლს, რომლებმაც თავი შესწირეს სახელმწიფოსა და დროშის სამსახურს. "მინდა, ხაზი გავუსვა იმ ადამიანების ღვაწლს, რომლებმაც ჩვენ თაობაში, ჩვენ რეალობაში თავი შესწირეს ჩვენი სახელმწიფოსა და დროშის სამსახურს, ვინც შეძლეს ურთულეს ვითარებაში შეენარჩუნებინათ ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ვინც იბრძოდა იმისთვის, რომ თბილისის თავზე სწორედ საქართველოს დროშა ფრიალებდეს, რომ საქართველოს კუთხეები იყოს ამ დროშით გაერთიანებული.დღეს აქ არიან ის ადამიანები, ვინც იბრძოდა ამ დროშისთვის. დღეს არიან ის ადამიანები, ვისი თანამებრძოლენიც დაეცნენ ამ ბრძოლაში. დღეს აქ არიან იმათი ოჯახის წევრები, ვინც თავი შეწირა ჩვენს სახელმწიფოებრიობას. სიმბოლურია, რომ დღეს აქ არიან ის ადამიანებიც, ვინც თავისი სამსახური სწორედ ქვეყნის დაცვას მიუძღვნა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა დაჯილდოებისას. ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ (RSM) მონაწილეობის დროს გამოვლენილი მამაცობისა და თავდადებისათვის, საერთაშორისო უსაფრთხოების დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მე-4 მექანიზებული ბრიგადის 43-ე მექანიზებული ბატალიონის I კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისათვის ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა უფროსი ლეიტენანტი სერგო გუჯეჯიანი; ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდნენ უფროსი ლეიტენანტები თენგიზ აბსანძე, ვახტანგ ფარცვანია, მერაბ კვინიკაძე, რიგითები ნიკოლოზ (ნიკოლაი) გერაშენკო, რუსლან გვასალია, გიორგი შენგელია, ოჩამჩირის 24-ე ბრიგადის მებრძოლი ჭიჭიკო დადვანი, შინაგანი ჯარების ზემდეგები ლილი თაკვარელია, გურამ ხადური, კაკო ხადური, სოხუმის ცალკეული ასეულის სამხედრო მოსამსახურე სერგეი კვარაცხელია, სამხედრო პოლიციის ზემდეგი ხვიჩა ლემონჯავა. მედლით „ მხედრული მამაცობისთვის“კი, დაჯილდოვდნენ მამუკა კოკაია - შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების ზემდეგი და კახა სამადალაშვილი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების რიგითი.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)