|
2017-01-13 16:14:31, 1103 ნახვა
საზოგადოება
ორგანიზაციამ „ქართველი ემიგრანტები“ ვარდების მოედანზე კლუბების დახურვის მოთხოვნით აქცია გამართა
არასამთავრობო ორგანიზაცია "ქართველი ემიგრანტები" ვარდების მოედანზე მდებარე ღამის კლუბების დახურვას ითხოვს. შესაბამისი განცხადება, ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ზვიად ქუშიტაშვილმა დღეს გამართულ გამაფრთხილებელ აქცია-ბრიფინგზე გააკეთა. როგორც ქუშიტაშვილმა აღნიშნა, ორგანიზაცია "ქართველი ემიგრანტები" საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას ღამის კლუბებთან დაკავშირებით მიესალმება და ხელისუფლებას თანამშრომლობას სთავაზობს. "ვარდების მოედანზე მდებარე ღამის კლუბებს უცხო ქვეყნის მოქალაქეები ფლობენ და იქ ქართველ მამაკაცებს არ უშვებენ. ეს სრული სიმართლეა. ჩვენი ორგანიზაცია ეთანხმება პრემიერის აღნიშნულ განცხადებას, ასევე მივესალმებით იმ ინიციატივას, რომლის თანახმადაც სათანადო სტრუქტურებმა ამ დაწესებულებებზე კონტროლი უნდა დაიწყოს. დღეს არც ერთ ქვეყანაში ქართველ ადამიანს, რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს ღამის კლუბი, არ აქვს უფლება იმ ქვეყნის მოქალაქე არ შაუშვას. სამწუხარო რამ ხდება ჩვენს ქვეყანაში. შემოსული ემიგრაცია არის თავსგასული, რადგან თბილისელებს და ქართველი ხალხის ტრადიციებს პატივს არ სცემს. მთავარი თემა ის არ არის, რომ ამ კლუბებში ქართველ მამაკაცებს არ უშვებენ. პრობლემა იმაშია, რომ ქალაქის ცენტრში ღია საროსკიპოა გახსნილი. ამ რაიონს ჰყავს ადგილობრივი გამგებელი, დეპუტატი და პოლიციის უფროსი, მაგრამ ამ საკითხს აქამდე ყურადღებას არ ქცევდნენ. რატომ ელოდებოდნენ მაინც და მაინც პრემიერის განცხადებას?! ვთვლით, რომ ამ კლუბებს ხელს აფარებენ და ჰყავს მფარველები. მზად ვართ ხელისუფლებასთან ერთად ვიმუშავოთ და ეს მფარველები გამოვავლინოთ. ვითხოვთ ამ ღია საროსკიპოს დაკეტვას. არ გვაქვს პრეტენზია, რომ ვიღაც ინვესტორი შემოდის და რამეს ხსნის, მაგრამ ყველაფერს უნდა ჰქონდეს ჩარჩოები", - განაცხადა ორგანიზაციის თავმჯდომარემ. მისივე ინფორმაციით, ის პირადად ცდილობდა აღნიშნულ ღამის კლუბებში შესვლას, თუმცა არ შეუშვეს. "პირადად მე და ჩემი მეგობარი ვცდილობდით აღნიშნულ კლუბებში შესვლას, მაგრამ არ შეგვიშვეს იმის გამო, რომ ქართველები ვიყავით. მიზეზად გვითხრეს, რომ ქართველებს არ უშვებენ. ასე შესვლა 5 კლუბში ვცადეთ და ყველგან ერთი და იგივე მიზეზი დაგვისახელეს", - განაცხადა ქუშიტაშვილმა. ზვიად ქუშიტაშვილის ინფორმაციით, 2009 წლიდან 2011 წლამდე პერიოდში ბევრი ახალგაზრდა გოგონა ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა. "აქ უშვებენ არასრულწლოვნებს, 15-16 წლის გოგოებს. 2009 წლიდან 2011 წლამდე პერიოდში ბევრი ახალგაზრდა გოგონა ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა. აქ ჩამოდიან თურქები, ირანელები. ატყუებენ ბავშვებს, ჰპირდებიან უცხოეთში დასაქმებას, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება", - აღნიშნა ქუშიტაშვილმა. არასამთავრობო ორგანიზაცია "ქართველი ემიგრანტები" ადგილობრივ ხელისუფლებასაც მიმართავს და კლუბებზე კონტროლის დაწყებას მოითხოვს. მათივე თქმით, თუ ადგილობრივი ადმინისტრაცია ვერ უმკლავდება აღნიშნულ საკითხებს, თანამდებობები უნდა დატოვონ.
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
მინისტრების, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მერების მოადგილეებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)