|
2017-01-13 14:35:10, 1074 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში ცქიტიშვილის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა
ნაძალადევის რაიონში, ცქიტიშვილის ქუჩაზე, საგზაო-ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა. რეაბილიტირებული ქუჩა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ნაძალადევის რაიონის გამგებელთან, ირაკლი ხელაძესთან ერთად დაათვალიერა. დავით ნარმანია და ირაკლი ხელაძე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და განხორციელებული პროექტის შესახებ ისაუბრეს. „აღნიშნულ ქუჩაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა. მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლისა და გზის საფარის განახლების პარალელურად მოწესრიგდა ტროტუარებიც. ეს არის გამავალი ქუჩა, რომლითაც გარშემო ქუჩების მოსახლეობაც სარგებლობს. რამდენიმე მიმართულებით ჩატარებული სამუშაოების შედეგად ქუჩაზე არსებული ყველა პრობლემა მოგვარდა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. როგორც მერიაში აცხადებენ, მიწისქვეშა კომუნიკაციები და საგზაო ინფრასტრუქტურა ცქიტიშვილის ქუჩაზე ათეულობით წლის განმავლობაში მოსაწესრიგებელი იყო, რაც ადგილობრივ მოსახლეობას პრობლემებს უქმნიდა. „საგზაო სამუშაოების დაწყებამდე, ცქიტიშვილის ქუჩაზე მთლიანად გამოიცვალა წყალარინებისა და წყალსადენის სისტემა, მოეწყო სანიაღვრე ქსელი. ასევე, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა გაზმომარაგების ქსელს. საგზაო სამუშაოების ფარგლებში, გზის სავალ ნაწილსა და ტროტუარებზე დაიგო ასფალტის საფარი და მოეწყო ბორდიურები. ქუჩის საერთო ფართობი 5933 კვ.მ-ია“, - აცხადებენ მერიაში. მათივე ცნობით, ცქიტიშვილის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაციისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 370 878 ლარი გამოიყო.
(NS)
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
მინისტრების, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მერების მოადგილეებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)