|
2017-01-13 14:03:57, 1199 ნახვა
საზოგადოება
„გაზპრომი“ ქართულ მხარესთან მიღწეული შეთანხმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
„გაზპრომ ექსპორტი“ ქართულ მხარესთან მიღწეული შეთანხმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „გაზპრომ ექსპორტმა“ და ქართულმა მხარემ რუსული გაზის საქართველოს გავლით სომხეთში ტრანზიტის პირობების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. კერძოდ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ტრანზიტის საფასურს "გაზპრომი" საქართველოს ნედლეულის ნაცვლად, ფულადი სახით აუნაზღაურებს. „მიღწეული შეთანხმებების თანახმად, რუსული მხარე 2017-2018 წლებში საქართველოს ტერიტორიის გავლით სომხეთში წელიწადში 2,0-2,2 კუბური მეტრიგაზი მიეწოდება. გარდა ამისა, საქართველო 2016 წელთან შედარებით გაზს შეღავათიანი პირობებით მიიღებს. კერძოდ კი 1000 კუბურ მეტრში 30 აშშ დოლარით ნაკლები ტარიფით. მოლაპარაკებების შემდეგ, ქართულ მხარესთან მივაღწიეთ შეთანხმებას. კომერციული პირობები ჩამოვაყალიბეთ, რომლებიც ორივე მხარისთვის ოპტიმალური იქნება", - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტთან დაკავშირებით, „გაზპრომ-ექსპორტის“ საბოლოო წინადადება განიხილა და მასთან ხელშეკრულების გაფორმების გადაწყვეტილება მიიღო.
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
მინისტრების, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მერების მოადგილეებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)