|
2017-01-12 16:27:41, 984 ნახვა
საზოგადოება
Jumpstart Georgia და „თიბისი ბანკი“ მონაცემთა ვიზუალიზაციით დაინტერესებულ პირებს ჰაკათონში მონაწილეობას სთავაზობენ
გააფერადე კომუნიკაცია მონაცემებით - Jumpstart Georgia და თიბისი ბანკი მონაცემთა ვიზუალიზაციით დაინტერესებულ პირებს ჰაკათონში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევენ. თუ ხარ დიზაინერი, პროგრამისტი, კომუნიკაციის სპეციალისტი, მკვლევარი ან სტატისტიკოსი და გაინტერესებს მონაცემთა ვიზუალიზაცია, გაქვს უნიკალური შესაძლებლობა, შეუერთდე მონაცემთა ვიზუალიზაციის ჰაკათონს და შენს გუნდთან ერთად გახდე გამარჯვებული. მონაცემთა ვიზუალიზაციის ჰაკათონი საქართველოში პირველად, 28-29 იანვარს ტექნოპარკში გაიმართება. სხვადასხვა სპეციალობის, 3-6 ადამიანისგან დაკომპლექტებული გუნდები (დიზაინერი, დეველოპერი, მონაცემების ანალიზისა და კომუნიკაციის სპეციალისტი, ა.შ.) 24 საათის განმავლობაში ორგანიზატორების მიერ შეთავაზებულ, მათთვის საინტერესო მონაცემების ვიზუალიზაციაზე იმუშავებენ. სასურველი თემის არჩევა გუნდების ინტერესების შესაბამისად მოხდება. ჰაკათონში მონაწილეებს მენტორობას გაუწევენ პროფესიონალები მონაცემების ანალიზის, კომუნიკაციისა და ვიზუალიზაციის სფეროდან. გამარჯვებულ გუნდებს სპეციალურად ჰაკათონისთვის დაკომპლექტებული ჟიური გამოავლენს და მათ სხვადასხვა სახის პრიზი გადაეცემათ. გარდა ამისა, გამარჯვებულებს ჰაკათონის ორგანიზატორ კომპანიებთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივა ექნებათ. ღონისძიება ეწყობა აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის (ამერიკული საბჭოების FLEX-ის კურსდამთავრებულთა პროგრამის), საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, Jumpstart Georgia-ს და თიბისი ბანკის მხარდაჭერით. აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 2017 წლის 15 იანვარი. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მოსამზადებელი შეხვედრებიც. აპლიკაციის შევსება, ასევე ჰაკატონის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე: https://vizhack.ge/ka/
(R)
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
მინისტრების, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მერების მოადგილეებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)