|
2017-01-10 18:26:21, 1078 ნახვა
საზოგადოება
ხუციშვილი: პანკისში ჩვენს თანამშრომლებს აქვთ ინსტრუქციები, რომ მართლწესრიგის დაცვაზე მაქსიმალურად იყვნენ ორიენტირებული
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი პანკისის ხეობაში კულტურის სახლის დაწვის ფაქტს გამოეხმაურა. როგორც მან ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და წინასწარი შეფასების გაკეთება გაუჭირდება. ამასთან, ხუციშვილის განმარტებით, თანამშრომლებს მიცემული აქვთ შესაბამისი ინსტრუქციები, რომ მეტი ყურადღებით იყვნენ ორიენტირებული პრევენცციაზე და მართლწესრიგის დაცვაზე: „რაიმე ძალიან დეტალურის თქმისგან თავს შევიკავებ. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გამოძიება დაწყებულია. საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია და ამის შესახებ კონკრეტულად უკვე საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გახდება ცნობილი. წინასწარი შეფასება გამიჭირდება, თუმცა ჩვენს თანამშრომლებს, ჩვენ გვაქვს მოგეხსენებათ ცალკე განყოფილება იქ, აქვთ შესაბამისი ინსტრუქციები, რომ მაქსიმალურად უფრო მეტი ყურადღებით იყვნენ ორიენტირებული პრევენცციაზე და მართლწესრიგის დაცვაზე“,-განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)