|
2017-01-10 11:23:42, 978 ნახვა
საზოგადოება
The Telegraph-მა თბილისი 21 საუკეთესო ქალაქთა სიაში შეიყვანა, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულო
გამოცემა The Telegraph-მა თბილისი იმ 21 ევროპულ ქალაქთა სიაში შეიყვანა, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულო. „21 ევროპული ქალაქი, სადაც წასვლა არ გიფიქრიათ, მაგრამ აუცილებლად უნდა ნახოთ“, - ამ სათაურით გამოცემა სტატიას აქვეყნებს და მკითხველს საქართველოს მონახულებას ურჩევს. სტატიის ავტორის თქმით, თბილისში არტ ნუვო-შენობები და მშვენიერი, ტრადიციული აივნიანი სახლებია. თანამედროვე და ძველი შენობები ერთმანეთთან კარგად არის შერწყმული. ასევე ისტორიული უბნები, ახალი სასტუმროები და სავაჭრო ცენტრები, რომელთა რაოდენობა სულ უფრო და უფრო იზრდება. ცნობისთვის, გამოცემის მიერ დასახელებულ 21 საუკეთესო ქალაქთა სიაში თბილისის გარდა ასევე მოხვდა: ბერგამო იტალია, სკოპიე მაკედონია, ტრევისო იტალია, სეგოვია ესპანეთი, ვიქტორია გასტეიზი ესპანეთი, პავირა პორტუგალია, ასევე პორტუგალიის, გერმანიის, ბულგარეთის, დანიის, უნგრეთისა და სლოვენიის ქალაქები.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)