|
2017-01-09 14:20:30, 1019 ნახვა
საზოგადოება
რაგბის სავარჯიშო კომპლექსის მშენებლობა გაზაფხულზე დასრულდება
თბილისის მერი დავით ნარმანია გლდანის რაიონში რაგბის ახალი სავარჯიშო კომპლექსის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო. როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, დედაქალაქს 2017 წელს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, 4 ჰა ტერიტორიაზე განთავსებული რაგბის ახალი სავარჯიშო კომპლექსი ექნება. სავარჯიშო კომპლექსში ოთხი მოედანი განლაგდება: ერთი ბუნებრივსაფარიანი, ორი ხელოვნური და ერთიც ქვიშის. კომპლექსი სავარჯიშო დარბაზის მშენებლობასაც ითვალისწინებს, რომელიც სპორტული ინვენტარით აღიჭურვება. პროექტის მიხედვით აშენდება 1000 გულშემატკივარზე გათვლილი ტრიბუნა. სავარჯიშო კომპლექსს ექნება საკუთარი პარკინგის ზონა. თბილისის მერის განცხადებით, გარდა იმისა, რომ კომპლექსი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო პროექტია, ობიექტის კონცეფციაც საინტერესო და ევროსტანდარტების შესაბამისია. „ეს არის ჩვენი ქალაქისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, ვინაიდან, აქ წელს უნდა გაიმართოს რაგბის მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატის თამაშები. მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ მშენებლობა დავიწყეთ გასულ წელს და ინტენსიურად ვმუშაობთ, რათა დაგეგმილ ვადებში დავასრულოთ. ეს იქნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დაგეგმილი და დაპროექტებული სავარჯიშო კომპლექსი, რომლის სახითაც ჩვენს ქალაქს კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ობიექტი შეემატება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. თბილისის მერთან ერთად, მშენებლობის მიმდინარეობას ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა და გლდანის რაიონის გამგებელი დიმიტრი ორმოცაძე გაეცნენ. „უკვე დასრულდა ტერიტორიის ლანდშაფტური ფორმირება-მოედნის საფარის დასაგებად მოსამზადებელი სამუშაოები და ღობის კედლების მოწყობა. პროექტის ამ ეტაპზე მიმდინარეობს ადმინისტრაციული შენობის და ტრიბუნების მშენებლობა. მომდევნო ეტაპზე მოეწყობა სტადიონების საფარი. 2017 წელს საქართველოში 20 წლამდე მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება, რომლის ფარგლებშიც შეხვედრების ნაწილი რაგბის ახალ სტადიონზე გაიმართება. რაგბის სავარჯიშო კომპლექსს შპს „საბა კონსტრაქშენი“ აშენებს, სამუშაოები 2016 წლის ივნისში დაიწყო და მიმდინარე წლის გაზაფხულზე დასრულდება. მშენებლობისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 6 302 500 ლარი დაიხარჯება“, - აცხადებენ მერიაში.
(NS)
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
მინისტრების, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მერების მოადგილეებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)