|
2017-01-08 14:20:44, 1227 ნახვა
საზოგადოება
სოფელ შორაპანთან საავტომობილო მოძრაობა აღდგა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 188-ე კმ-ზე, სოფ. შორაპანთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. როგორც "ექსპრესნიუსს" დეპარტამენტიდან აცნობეს, გზის აღსადგენად, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მაშტაბური სამუშაოები გასწია, შესაბამისი სამსახურები უწყვეტად, 24 საათიან რეჟიმში მუშაობდნენ, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა სტიქიის მოცულობის მიუხედავად საავტომობილო მოძრაობის უმოკლეს ვადაში აღდგენა. შეგახსენებთ, რომ 6 იანვარს ღამით, სოფ. შორაპანთან გზის სავალ ნაწილზე ჩამოვიდა დიდი მოცულობის მიწა-კლდოვანი მასა, რის გამოც, ამ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამ დრომდე აკრძალული იყო. ავტოტრანსპორტი გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის გავლით ხორციელდებოდა. გზის სავალ ნაწილზე ჩამოვიდა 8000-მდე კუბი მიწა-კლდის ნაშალი, საიდანაც 100 ტონამდე დიდი ზომის ქვები იყო, რამაც კიდევ გაართულა სამუშაო პროცესი. ადგილზე მუშაობდა 15 -მდე ერთეული სპეცტექნიკა. საავტომობილო გზების დეპარტამენტი, განსაკუთრებული მადლობას უხდის გაწმენდით სამუშაოებში მონაწილე კომპანიებს: მოვლა-შენახვის კომპანიას „ბორანს“, კომპანია „ტოდინს“, კომპანია „ბლექ სი გრუპს“ და კომპანია „ბორან მაინინგს“.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)