|
2017-01-07 16:34:31, 1258 ნახვა
საზოგადოება
საშობაო მსვლელობა დასრულდა
საშობაო მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა, სადაც სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინება. როგორც ადგილიდან "ექსპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ალილოს მონაწილეებმა და სასულიერო პირებმა ტაძარში მაცხოვრის შობის ხატი უკვე შეაბრძანეს. ცნობისთვის, მსვლელობა დღეს ვარდების მოედნიდან 14:00 საათზე დაიწყო. მასში მონაწილეობა საპატრიარქოს წარმომადგენლება, სტიქაროსნებმა და მრევლმა მიიღეს. ალილოს მონაწილეებს გზადაგზა ხელისუფლების წარმომადგენლები ხვდებოდნენ და მათ ტკბილეულობასა და სხვადასხვა საჩუქრებს გადასცემდნენ. შეგახსენებთ, საქართველოში ალილოს ტრადიცია V-VI საუკუნეებიდან იღებს სათავეს. მისი აღნიშვნა საქართველოში 2000 წლიდან აღდგა. ეს არის დღე როდესაც ღამისთევის შემდეგ მგალობლები დადიან ქუჩებში და მოსახლეობას ულოცავენ ქრისტეშობის დღეს. მსვლელობის დროს მახარობლები აგროვებენ იმ შემოწირულობას, რასაც ხალხი გადასცემს მათ და ეს შემოწირულობა ურიგდებათ გაჭირვებულ ადამიანებს, მიუსაფარ ბავშვებს და ასევე პატიმრებს.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)