|
2017-01-07 15:05:00, 1159 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს ტკბილეული გადასცეს
საშობაო ალილოს მონაწილეები პარლამენტის შენობასთან მივიდნენ. მათ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები: ეკა ბესელია, მამუკა მდინარაძე და მარიამ ჯაში დახვდნენ. საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა მსვლელობის მონაწილეებს ტკბილეული გადასცეს და შობის დღესასწაული მიულოცეს. მსვლელობის მონაწილეები ამ წუთებში თბილისის საკრებულოსკენ მიემართებიან. ცნობისთვის, ვარდების რევოლუციის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით საშობაო მსვლელობა მიმდინარეობს. მსვლელობას წინ სასულიერო პირები და ანგელოზის ფორმაში გამოწყობილი ბავშვები მიუძღვებიან. მსვლელობა თეატრალიზებულია, ისმის მრავალჟამიერი და საგალობლები. სასულიერო პირები შემხვედრებს ნაკურთხ წყალს აპკურებენ და სარკმეველს აკმევენ. საშობაო ალილოში სასულიერო პირების გარდა, მრევლი და სტიქაროსნები, ასევე მწყემსები და მოგვები მონაწილეობენ. ურმები საშობაო ნობათით არის დატვირთული. მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება, რის შემდეგაც სასულიერო პირები პარაკლისს გადაიხდიან. შეგახსენებთ, საქართველოში ალილოს ტრადიცია V-VI საუკუნეებიდან იღებს სათავეს. მისი აღნიშვნა საქართველოში 2000 წლიდან აღდგა. ეს არის დღე როდესაც ღამისთევის შემდეგ მგალობლები დადიან ქუჩებში და მოსახლეობას ულოცავენ ქრისტეშობის დღეს. მსვლელობის დროს მახარობლები აგროვებენ იმ შემოწირულობას, რასაც ხალხი გადასცემს მათ და ეს შემოწირულობა ურიგდებათ გაჭირვებულ ადამიანებს, მიუსაფარ ბავშვებს და ასევე პატიმრებს.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)