|
2017-01-06 16:22:19, 1172 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევში დიდი ჯიხაიშის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
ნაძალადევის რაიონში დიდი ჯიხაიშის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია გრძელდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ნაძალადევის რაიონის გამგეობისა და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“- ს ერთობლივი პროექტის ფარგლებში, მთლიანად იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციების ქსელი, რის შემდეგაც დაიგება ასფალტის საფარი. მათივე ინფორმაციით, სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ დაათვალიერა. გამგებელმა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“- ს კონტრაქტორი კომპანიის ხელმძღვანელებისგან პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა. დიდი ჯიხაიშის ქუჩის ფართობი 10 010 კვ.მ-ია. სარეაბილიტაციო სამუშაოების საერთო ღირებულება 1 475 500 ლარს შეადგენს. პროექტის მიხედვით, მთლიანად გაიმართება წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემა - ახლით იცვლება 3 900 გრძივი მეტრი წყალსადენის მაგისტრალური მონაკვეთი და წყალარინების 2 500 მეტრი სიგრძის ქსელი. ასევე მონტაჟდება ევროსტანდარტების ჩამკეტ-მარეგურებელი ურდულები და ჭები. მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციას„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მარტში დაასრულებს, რის შემდეგაც სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგეობის კონტრაქტორი კომპანია გააგრძელებს და ქუჩაზე მთლიანად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)