10:34 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-06 12:42:30, 1394 ნახვა

საზოგადოება
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს.

ახალი გენდირექტორის გამოსავლენად, სამეურვეო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც განმეორებითი კენჭისყრისას ვასილ მაღლაფერიძე 6 ხმით აირჩიეს. მეორე კანდიდატმა თინათინ ბერძენიშვილმა 2 ხმა მიიღო.

ახალი გენერალური დირექტორის გამოსავლენად, სამეურვეო საბჭოს სხდომაზე, პირველ ტურში, რომელზეც 5-დან ერთი კანდიდატი უნდა აერჩიათ, ​მეურვეთა ხმები ასე გადანაწილდა: ვასილ მაღლაფერიძე - 4; თინათინ ბერძენიშვილი - 2; ნინო ზაუტაშვილი -1; ნათია კუპრაშვილი - 1; ზაალ ანჯაფარიძე - 0.

მაუწყებლის ბორდი ამჟამად 8 მეურვისგან შედგება. გენერალური დირექტორის შესარჩევად, მინიმუმ 5 მეურვის ხმა იყო საჭირო.

ცნობისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის სურვილი, თავდაპირველად, 15-მა კანდიდატმა გამოთქვა, თუმცა სამეურვეო საბჭოს მიერ მათი დოკუმენტაციის გაცნობის შემდეგ, ერთ-ერთი კანდიდატი ბაჩუკი ბახტაძე მომდევნო ეტაპზე ვერ გადავიდა, ხოლო 14 კანდიდატიდან საბჭომ მეორე ტურისთვის 5 შეარჩია.

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭომ გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე ღია კონკურსი 2016 წლის 28 ნოემბერს გამოაცხადა. მანამდე აღნიშნულ თანამდებობას გიორგი ბარათაშვილი იკავებდა.

შეგახსენებთ, „ექსპრესნიუსმა“ 23 დეკემბერს სანდო წყაროზე დარყდნობით გაავრცელა ინფორმაციით, რომ ვასილ მაღლაფერიძის საზმაუს დირექტორად არჩევას სახელისუფლო და ბორდის მხარდაჭერა ჰქონდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საუდის არაბეთმა ირანის წინააღმდეგ საიდუმლო საჰაერო დარტყმების სერია დაიწყო
იტალიის სასამართლომ ქორწინებაში მყოფი ორი მამის უფლებები აღიარა
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
ტრამპი- სი-ს სამიტი: ჩიპების ნაცვლად, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ომს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics