|
2016-12-28 23:33:02, 1264 ნახვა
საზოგადოება
კახიშვილი: რაღაც ტიპის ხარჯვაზე უარს ვიტყვით, მაგრამ ეს თანამშრომლების სამსახურიდან გაშვებაზე არ აისახება
რაღაც ტიპის ხარჯვაზე უარს ვიტყვით, რადგან ბიუჯეტი 14 მილიონით შეგვიმცირდა, მაგრამ ეს თანამშრომლების სამსახურიდან გაშვებაზე არ აისახება, - ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, კახა კახიშვილმა გადაცემა 2030-ში განაცხადა. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროს ბიუჯეტის ოპტიმიზაცია საკადრო პოლიტიკაზე არ აისახება. მისივე თქმით, სამინისტროს თანამშრომლებს არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ. მთავარია, "კეთილსინდისიერად იმუშაონ". „მინდა, საქართველოს მთავრობას მადლობა გადავუხადო იმის გამო, რომ მართალია, ბიუჯეტი შეგვიმცირდა, მაგრამ ეს მოთხოვნა არ იყო, რომ ბიუჯეტის ოპტიმიზაცია მაინცდამაინც საკადრო რესურსზე გადასულიყო. რა თქმა უნდა, რაღაც ტიპის ხარჯვაზე უარს ვიტყვით, რადგან ბიუჯეტი 14 მილიონით შეგვიმცირდა, მაგრამ ეს თანამშრომლების სამსახურიდან გაშვებაზე არ აისახება. ჩემი თანამშრომლების გასაგონადაც მინდა ვთქვა, რომ მათ არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ. მთავარია, კეთილსინდისიერად იმუშაონ “, - განაცხადა კახა კახიშვილმა.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)