|
2016-12-28 19:37:59, 897 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი: ეს არის ეკონომიკის ტრანსფორმაცია და ადამიანების აზროვნების შეცვლა მეწარმეობისკენ
საქართველოს ეკონომიკის ყველაზე სიცოცხლისუნარიან სექტორს - მაღალ ტექნოლოგიებზე და ინოვაციებზე დაფუძნებულ ეკონომიკას, 9 სრულიად ახალი იდეა და დაფინანსებული ბიზნესი შეემატა - „სტარტაპ საქართველოს" პროექტის მეორე ეტაპის კონკურსში გამარჯვებული პროექტების ავტორები დღეს დააჯილდოვეს. ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. სრულიად ახალი ნაბიჯი ახალი საქართველოსკენ და ახალი ქართული ეკონომიკა - ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა პროექტი „სტარტაპ საქართველო". „ეს არის ეკონომიკის ტრანსფორმაცია და ადამიანების აზროვნების შეცვლა მეწარმეობისკენ, რათა კი არ გავხდეთ დასაქმებულნი, არამედ დავასაქმოთ სხვები. ეს არის ამ უმნიშვნელოვანესი პროგრამის მთავარი ეფექტი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და „სტარტაპ საქართველოს" ფონდის შექმნას მთავრობის ყველაზე დიდი მიღწევა უწოდა. მთავრობის მეთაურმა პროექტის მეორე ეტაპის კონკურსში გამარჯვებულ 9 დამწყებ ბიზნესმენს, რომელმაც დაფინანსების მისაღებად სრულიად ახალი იდეის წამოყენება გაბედა, გამარჯვება მიულოცა. პრემიერმა ახალგაზრდებს მოუწოდა, არასოდეს იფიქრონ, რომ მათზე ადრე ვინმემ ესა თუ ის იდეა განახორციელა, ან რაიმეს გაკეთება არ ღირს. „ყოველთვის ღირს! თქვენ მიერ გადადგმული 10 ან 100 ნაბიჯიდან, ერთიც რომ გამოდგეს სწორი, მაინც ღირს, რადგან მან, შეიძლება მთლიანად შეცვალოს ჩვენი ეკონომიკა. ამიტომ არის ეს მაგარი პროექტი და განსაკუთრებით გილოცავთ", - მიმართა პრემიერმა გამარჯვებულებს. გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ინიციატივის განხორციელებაში მიიღო მონაწილეობა - ეკონომიკის სამინისტროს და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს; საპარტნიორო ფონდს და ახალგაზრდებს, რომლებიც უდიდესი ენერგიით ჩაერთნენ ამ მნიშვნელოვან ინიციატივაში. „ეს არის სრულიად ახალი ნაბიჯი ახალი საქართველოსკენ და ეს არის ახალი ქართული ეკონომიკა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, თვისობრივად ახალი ბიზნესების დაფინანსება არის შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის, რათა ყოველგვარი საბანკო უზრუნველყოფის გარეშე შეძლონ საკუთარი იდეების დაფინანსება. „კონკურსი გამჭვირვალე წესით ჩატარდა, მასში მონაწილეობდნენ ამ მიმართულებით განსაკუთრებული გამოცდილების მქონე უცხოელი სპეციალისტებიც - ამერიკიდან, კერძოდ კალიფორნიიდან და ევროპიდან. ეს არის ჩვენი ეკონომიკის თვისობრივი შეცვლა, ანუ ეკონომიკის ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორების წახალისება. მთავარი შედეგია ახალგაზრდების აზროვნების მიმართვა იქით, რომ ისინი გახდნენ არა დასაქმებულნი, არამედ - თავიდანვე დამსაქმებლები", - აღნიშნა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას. „სტარტაპ საქართველოს" პროექტის მეორე ეტაპის კონკურსში გამარჯვებული 9 პროექტი ჯამურად დაახლოებით, 900 ათას ლარით დაფინანსდა. გამარჯვებული პროექტები ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ქიმიური მრეწველობის, საშენი მასალის წარმოებისა და სხვა დარგებს მოიცავს.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)