|
2016-12-28 15:42:24, 996 ნახვა
საზოგადოება
თამარ ჟვანიამ ხანდაზმულებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. თამარ ჟვანია პანსიონატში ცესკოს წარმომადგენლებთან ერთად მივიდა და საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით ხანდაზმულებს საჩუქრად საახალწლო ტკბილეული და ცესკოს ბრენდირებული პროდუქცია გადასცა. „მინდა მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი. თქვენ ძალიან დიდი სითბოსა და სიყვარულის მატარებლები ხართ. მოხარული ვარ, რომ ახლა თქვენთან ვიმყოფები. როდესაც აქ მოვდივარ, ყოველთვის მაქვს შეგრძნება, რომ მოვდივარ ჩემს მშობლებთან. ვფიქრობ, მთავარია ჩვენი ურთიერთობა და ის, რომ ერთმანეთზე ვფიქრობთ“, -აღნიშნა პანსიონატის ბენეფიციარებთან საუბრისას თამარ ჟვანიამ. თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში ამჟამად 62 ბენეფიციარი ცხოვრობს. როგორც პანსიონატის ხელმძღვანელმა დარეჯან თომაძემ აღნიშნა, 2016 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის პანსიონატის შენობაში გახსნილი იყო საარჩევნო უბანი, სადაც საკუთარი არჩევანი ყველა ბენეფიციარმა დააფიქსირა. ცენტრალური საარჩევნო კომისია სოციალურ აქციებში მუდმივად არის ჩართული. ხანდაზმულთა პანსიონატში საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები უკვე მესამედ იმყოფებოდნენ. მსგავსი ტიპის აქციის განხორციელებას ცესკო მომავალშიც გეგმავს.
(NS)
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)