|
2016-12-27 19:01:43, 843 ნახვა
საზოგადოება
სამხედრო მოსამსახურეებმა 202-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს საკუთარი დანაზოგით საჩუქრები მიუტანეს
თავდაცვის სამინისტროს მეორე ქვეთი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა თბილისის 202-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები მოინახულეს და დამდეგი შობა - ახალი წელი მიულოცეს. სამხედრო მოსამსახურეებმა, ბავშვებს საკუთარი დანაზოგით შეძენილი სასკოლო ნივთები, რბილი ავეჯი და ტკბილეული მიუტანეს. შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები საკუთარი სურვილით ხშირად სტუმრობენ სხვადასხვა დაწესებულების აღსაზრდელებს და მსგავს საქველმოქმედო აქციებს ატარებენ. ლაშა გოჩელაშვილი: „ბატალიონის მეთაურთან ერთად 202-ე საჯარო სკოლას ვეწვიეთ. ბავშვებს დამდეგი შობა-ახალი წელი მივულოცეთ და მცირედი საჩუქრები გადავეცით, მათ შორის ტკბილეული და მცირედი ინვენტარი, რომელიც მათთვის მნიშვნელოვანი და საჭირო იყო. ეს ბავშვები საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილია და ჩვენს მხარდაჭერას უნდა გრძნობდნენ. პირობას ვდებთ, რომ მათ ხშირად გავახარებთ.“ „მეორე ქვეითი ბრიგადის ოცდამესამე ქევითი ბატალიონი ჩვენს სკოლა-პანსიონის აღსაზრდელებს საახალწლო საჩუქრებით ეწვია. ბავშვთა ოთახი, სადაც ისინი დროის უდიდეს ნაწილს ატარებენ, საჭირო ინვენტარით განაახლეს. მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია ჩვენი აღსაზრდელების საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო მათ, მივულოცო დამდეგი შობა-ახალი წელი და მისიიდან მშვიდობით დაბრუნება ვუსურვო .“ - განაცხადა 202-ე სკოლა-პანსიონის დირექტორმა ხათუნა ჯალაღონიამ. საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონი ავღანეთში გადასროლისწინა სწავლებას გადის. გადასროლისწინა მომზადება სულ ოთხ ფაზადაა დაყოფილი. 23-ე ბატალიონის ავღანეთში გადასროლისწინა სწავლება ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრში (JTEC) ტარდება. ბატალიონის ოთხთვიანი სწავლება იანვარში დასრულდება, რის შემდეგაც სამხედროები გერმანიაში გაივლიან შემოწმებას და შემდეგ ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულებას შეუდგებიან.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)