|
2016-12-27 15:09:19, 795 ნახვა
საზოგადოება
დასაქმების ახალი მიდგომების დანერგვის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროსა და BTU-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა
ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნისა და დასაქმების ახალი მიდგომების დანერგვის მიზნით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ვალერი კვარაცხელიამ და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა, მიხეილ ბატიაშვილმა მოაწერეს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოში მსოფლიოს დასაქმების ბაზარზე არსებული ახალი ტენდენციის დამკვიდრების ხელშეწყობა მოხდება. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი დასაქმების საერთაშორისო პლატფორმაზე არსებულ სამუშაო ადგილებს ჯანდაცვის სამინისტროს დასაქმების ბაზაში რეგისტრირებულ პირებს შესთავაზებს. ბენეფიციარებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი მსოფლიო დასაქმების პლატფორმაზე დაფიქსირებული დისტანციური სამუშაოს მოძიებასა და შესრულებაში, ასევე არსებული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მათთვის საჭირო პროფესიული უნარების შეძენასა და გადამზადებაში დაეხმარება. გადამზადება ბიზნესისა და ტექნოლოგიების სფეროში არსებულ ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს მოიცავს. პროექტის ბენეფიციარები დისტანციურად შესასრულებელი სამუშაო პოზიციების მოძიებას და ყოველდღიურად განახლებად 10 მილიონზე მეტი ვაკანსიის მქონე დასაქმების პლატფორმასთან მუშაობას შეისწავლიან. აღნიშნული თანამშრომლობა ქვეყანაში ციფრული ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს“, - აცხადებენ სამინისტროში.
(NS)
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)