|
2016-12-27 10:17:25, 774 ნახვა
საზოგადოება
ლაშა ტალახაძე საქართველოს 2016 წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა
26 დეკემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ 2016 წლის საუკეთესო სპორტსმენი და სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები გამოავლინა. წლის საუკეთესო სპორტსმენი რიოს ოლიმპიადის ჩემპიონი, მსოფლიოს რეკორდსმენი ლაშა ტალახაძე გახდა. ღონისძიებას სასტუმრო „ჰუალინგმა" უმასპინძლა. 2016 წელს ლაშა ტალახაძემ ოლიმპიური ოქროს გარდა კიდევ სამი ტიტული მოიგო: ევროპის და საქართველოს ჩემპიონატები, ასევე ევროპის ჩემპიონის ტიტული 23-წლამდელთა შორის. წლის საუკეთესო სპორტსმენს მთავარი ჯილდო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა გადასცა. დანარჩენ 8 ნომინაციაში გაიმარჯვეს: საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი - ზვიად პატარიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა); საუკეთესო პარასპორტსმენი კაცი და ქალი - ზვიად გოგოჭური (ძიუდო) და ირმა ხეცურიანი (ფარიკაობა); საუკეთესო სპორტსმენი არაოლიმპიურ სახეობაში - ანდრეი ზინჩენკო (კარატე); საუკეთესო მსაჯი - ედიშერ მაჩაიძე (ჭიდაობა); საუკეთესო სპორტული ფედერაცია - ძიუდოს ეროვნული ფედერაცია; საუკეთესო გუნდი - კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები; საუკეთესო სპორტსმენი ქალი - ანასტასია გოტფრიდი (ძალოსნობა); საუკეთესო მწვრთნელი - გიორგი ასანიძე (ძალოსნობა). ამას გარდა სპეციალური პრიზები გადაეცათ: საუკეთესო სპორტულ მენეჯერს - ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ ნიკოლოზ ჯღარკავას; წლის აღმოჩენას - ნიჩბოსან ზაზა ნადირაძეს; საუკეთესო ლეგიონერს - კალათბურთელთა ეროვნული გუნდის კაპიტანს, NBA-ს კლუბ „გოლდენ სტეიტ უორიორზის" ცენტრს ზაზა ფაჩულიას; საუკეთესო ახალგაზრდულ ნაკრებს - მორაგბეთა ახალგაზრდულ ნაკრებს; წლის ბიზნეს კომპანიას - სოკარს; საქართველოს საელჩოს ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში; სპორტულ მედიცინაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის - მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ექიმს გიორგი ჭუმბურიძეს; საქართველოს ოლიმპიური გუნდის სამედიცინო შტაბს. საზეიმო გალა-დაჯილდოებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელები, მინისტრთა კაბინეტის წევრები, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მესვეურები, სპორტული ფედერაციების პრეზიდენტები, ვეტერანი სპორტსმენები და გულშემატკივრები დაესწრნენ. ღონისძიებაში, რომელსაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ქეთევან მიქელაძე და მსახიობი კახაბერ მიქიაშვილი გაუძღვნენ, ანსამბლი „შვიდკაცა", ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, ლიზა ბაგრატიონი, მარიამ როინიშვილი, მარიამ ნაჭყებია, ნატალია ქუთათელაძე, სულხან ჯაიანი და გიორგი გაგნიძე მონაწილეობდნენ.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)