|
2016-12-26 17:40:41, 856 ნახვა
საზოგადოება
სასაქონლო ნიშანი ‘’მაესტრო MAESTRO” სტუდია მაესტროს დაუბრუნდა
სასამართლოს გადაწყვეტილებით სასაქონლო ნიშანი ‘’მაესტრო MAESTRO” სტუდია მაესტროს დაუბრუნდა, - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, წარმოდგენილი სარჩელი, მოპასუხეთა ნაწილმა სცნო და სასარჩელო მოთხოვნებს დაეთანხმა. „თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ დააკმაყოფილა მოსარჩელე შპს. ,,სტუდია მაესტროს" პარტნიორის გიორგი გაჩეჩილაძის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეების: შპს „ტელეკომპანია მაესტროს”, შპს „სტუდია მაესტროს”, მაკა ასათიანის, მამუკა ღლონტის, ეკატერინე აკობიას, გიორგი ებრალიძის და ლევან ჩიკვაიძის მიმართ. დავის საგანს წარმოადგენდა შპს ,,სტუდია მაესტროს” დირექტორის მიერ პარტნიორთა თანხმობის გარეშე შპს. ,,ტელეკომპანია მაესტროსთვის“ უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემული სასაქონლო ნიშნის (,,მაესტრო MAESTRO”) შპს ,,სტუდია მაესტროსთვის“ დაბრუნება. წარმოდგენილი სარჩელი, მოპასუხეთა ნაწილმა სცნო და დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნებს. სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი 2014 წლის 24 ოქტომბერს შპს “სტუდია მაესტროს” დირექტორის მიერ, საზოგადოების წესდებისა და ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაუცველად შპს ,,ტელეკომპანია მაესტროს” დირექტორთან დადებული ხელშეკრულება სასაქონლო ნიშნის (,,მაესტრო MAESTRO”) უსასყიდლოდ შპს ,,ტელეკომპანია მაესტროს” საკუთრებაში გადაცემის შესახებ, აღდგა სასაქონლო ნიშანზე შპს ,,სტუდია მაესტროს“ რეგისტრირებული უფლება და ბათილად იქნა ცნობილი შპს ,,სტუდია მაესტროს“ პარტნიორთა კრების 2015 წლის 16 ნოემბრის ოქმი. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში”, - აღნიშნულია განცხადებაში.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)