|
2016-12-23 12:17:05, 903 ნახვა
საზოგადოება
სემეკის სხდომაზე „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მფლობელობაში არსებული ჰიდროელექტროსადგურების ტარიფებს განიხილავენ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მფლობელობაში არსებულ ჰიდროელექტროსადგურების წარმოების ტარიფებს განიხილავენ. სემეკის წევრის, გოჩა შონიას განცხადებით, ჰიდროელექტროსადგურების მხრიდან წარმოების ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით, მოთხოვნა არ ყოფილა, ვინაიდან დღეს გეგმიური გადახედვა ხდება. „ეს არის გეგმიური გადახედვა, მოთხოვნა არცერთ კომპანიას ტარიფთან მიმართებაში არ აქვს. ვიხილავთ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მფლობელობაში არსებული ჰიდროელექტრო სადგურების ტარიფებს, მანამდე თბოელექტროსადგურების ტარიფებს, გადაცემა-დისპეჩერიზაციის ტარიფებს. თითქმის ყველა კომპონენტი განვიხლიეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება. ჰიდროელექტროსადგურების ნაწილი დიდ გავლენას ახდენს შესყიდვების კომპონენტზე. მნიშვნელოვანია, როგორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული და რა სახით წარმოადგენს ტარიფების დეპარტამენტი აღნიშნულ სატარიფო განაცხადებს. კომპანიას აქვს თავისი მოსაზრება კონკრეტულ ხარჯებთან მიმარეთებაში, შესაბამისი დეპარტამენტის მხრიდან კომისია შეაჯერებს როგორც დეპარტამენტის მოსაზრებებს, ასევე კომპანიის მოსაზრებებს და მიიღებს გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა გოჩა შონიამ. კითხვაზე - ტარიფების დეპარტამენტის პოზიცია არის თუ არა ის, რომ წარმოების ტარიფის გაზრდა ჰიდროელექტროსადგურების შემთხვევაშიც საჭიროა, შონიამ აღნიშნა, რომ ეს სხდომის მიმდინარეობისას გახდება ცნობილი. მისივე განმარტებით, ჰიდროელექტროსადგურებთან მიმართებაში ლარის კურსს გავლენა არ აქვს. „რადგან ისინი წყალზე მუშაობენ, კურსი ძირითადად თბოელექტროსადგურებთან მიმართებაში მუშაობს“,-განაცხადა გოჩა შონიამ.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)