|
2016-12-18 15:01:26, 1062 ნახვა
საზოგადოება
„გაგვიზიარე პოზიტივი“- „Fun time“ და სტუდია „NEXT LVL“ დღეს ერთობლივ პროექტს წარმოადგენს
ინტერნეტ ჟურნალი „Fun time“ და სტუდია „NEXT LVL“, დღეს თბილისი მოლში, ერთობლივ პროექტს, სახელწოდებით #გაგვიზიარეპოზიტივი წარმოგიდგენთ. პროექტის ფარგლებში, თბილისი მოლის მთავარ სივრცეში განთავსდება Giffer-ი - მოწყობილობა მოძრავი ფოტოების გადასაღებად, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება მივიდეს და გადაიღოს Giff-ი.შემდგომში ამ Giff-ებისგან შეირჩევა ყველაზე სახალისო და პოზიტიური და „Funtime“-ს ფეისბუქის გვერდზე გაზიარდება. საინტერესოფოტოები შეგიძლიათ გადაიღოთ „Funtime“-ს და ულამაზეს ბანერებთანაც. ღონისძიებას ჯგუფი „NEXT LVL“-ისაინტერესო ფლეშმობით დაიწყებს. „Funtime“-ის პიარისა და მარკეტინგის მენეჯერი ჯულია ბუჩუკური: „Funtime“პოზიტივზე ორიენტირებული ინტერნეტ ჟურნალია, რომელიც ინტერნეტ სივრცეში უკვე ორი წელია არსებობს. ჩვენთან თანამშრომლობს ძალიან ბევრი ცნობილი სახე, გვაქვს საინტერესო რუბრიკები... მოკლედ, ამ ხნის მანძილზე „Funtime“-მმა შეძლო გამხდარიყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და დასამახსოვრებელი პორტალი. რაც შეეხება დღევანდელ აქტივობას, ეს ჩვენი მხრიდან პირველი არ არის - 2 წლის წინ, როცაპირველად გამოვჩნდით ინტერნეტ სივრცეში, პირველი ფლეშმობი სწორედ თბილისი მოლში გვქონდა. მაშინ ამაში ანსამბლი „ერისიონი“ დაგვეხმარა. პირველ ფლეშმობს საქველმოქმედო ხასიათი ჰქონდა -ჩვენი გუნდი ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს დაეხმარა. წელს, ჩვენი აქტივობა წინასაახალწლო პერიოდს უკავშირდება. გვინდა ადამიანები კიდევ უფრო გავახალისოთ და შევუქმნათ პოზიტიური განწყობა. მოკლედ,„Funtime“-მმა როგორი პოზიტივითაც დაიწყო, ისეთივე პოზიტივით აგრძელებს მკითხველთან და არა მარტო მკითხველთან, ზოგადად ადამიანებთან ურთიერთობას.“ (NS)
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)