|
2016-12-16 18:35:56, 957 ნახვა
საზოგადოება
„სითი პარკის“ საკითხზე საკრებულოში, შესაძლოა, ღია მსჯელობა გაიმართოს
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ამ ეტაპისთვის 2017 წლის ბიუჯეტში „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტის შემთხვევაში, მათთვის გადასახდელი 25 მილიონი ლარის მოძიების შესაძლებლობა არ აქვთ. როგორც ნარმანიამ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, „სითი პარკთან“ დაკავშირებით საკრებულოში შესაძლოა, ღია მსჯელობა გაიმართოს. „ვინაიდან ჩვენ ვერ გავწყვიტეთ ხელშეკრულება „სითი პარკთან“, საკითხი ღიად სამსჯელოდ გადმოვიტანეთ თბილისის საკრებულოში. ღია მსჯელობა შესაძლოა გაიმართოს აქ. რას ნიშნავს ღია მსჯელობა? შეგვიძლია დავიბაროთ სითი პარკის წარმომადგენლები, არა მხოლოდ ადგილობრივი დირექტორები, არამედ მოიწვიეთ და ჩამოიყვანეთ დამფუძნებლები, ნუ მოერიდებით, ისევე როგორც ჩვენ არ ვერიდებით მათთან არც ერთი შეხვედრის დროს ძალიან მწვავე საკითხების წამოჭრას. თუმცა, ხაზს ვუსვამ იმას, რომ „სითი პარკთან“ ძალიან დანაშაულებრივი ხელშეკრულებაა გაფორმებული და ამ დანაშაულებრივი ხელშეკრულებების მთავარი ხელმომწერი არის საკრებულოს სხდომაზე ბატონი ახვლედიანი. ასე რომ მასაც შეგიძლიათ მოჰკითხოთ ეს საკითხი. ჩვენ არ გვქონდა ამ ეტაპისთვის 25 მილიონი ლარის მოძიების შესაძლებლობა ბიუჯეტში, ამიტომ არ არის ასახული ბიუჯეტის პროექტში 25 მილიონი ლარი, რაც „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტის შემთხვევაში გვექნებოდა მათთვის გადასახდელი“,-განაცხადა ნარმანიამ.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)