|
2016-12-16 15:05:22, 964 ნახვა
საზოგადოება
„დანკინ დონატს“ დონატების წარმოების სრულ ლოკალიზაციას ახდენს
„დანკინ დონატსი“ დონატების ცენტრალიზებულ, მაღალტექნოლოგიურ საწარმოს ქმნის და წარმოების სრულ ლოკალიზაციას ახდენს. შესაბამისად, ამიერიდან „დანკინ დონატსის“ ამერიკული რესტორნები ყოველდღიურად ახალ, 100%-ით ქართული ინგრედიენტებისგან დამზადებულ, ათობით სახეობის დონატს შესთავაზებს ერთგულ მომხმარებელს. დამატებით 16-17-18 დეკემებერს „დანკის დონატსის“ ჩვიდმეტივე რესტორანში სტანდარტული ტიპის დონატები 1 ლარად გაიყიდება: „დანკინ დონატსის“ რესტორნებს სხვა მომხმარებლებთან ერთად, ჩვენი შვილები სტუმრობენ და ჩვენი მთავარი ამოცანა იყო ქართული, ყოველდღიურად ახალი ინგრედიენტების გამოყენებით დამზადებული, უსაფრთხო და უმაღლესი ხარისხის კერძების შეთავაზება ჩვენი სტუმრებისთვის. ამაზე დიდი მიზანი „დანკინ დონატსს“ არ ჰქონდა და ვერც ვერასოდეს ექნებოდა. შესაბამისად, დონატების ცენტრალიზებული, მაღალტექნოლოგიური საწარმოს შექმნით, ჩვენ მოვახდინეთ წარმოების სრული ლოკალიზაცია და ამიერიდან „დანკინ დონატსის“ ამერიკული რესტორნები, ყოველდღიურად ახალ, 100%-ით ქართული ინგრედიენტებისგან დამზადებული დონატების ძალიან ფართო არჩევანს შესთავაზებს ერთგულ მომხმარებელს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ ახალი ინიციატივით ჩვენ ქართული წარმოების განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ქვეყნის ეკონომიკაში ჩვენი მოკრძალებული წვლილის შეტანასაც შევძლებთ“,-განაცხადა „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ. „დანკინ დონატსი ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, ლეგენდარული ბრენდია, რომელიც უკვე თითქმის 65 წელია წარმატების ისტორიას ქმნის მთელ მსოფლიოში. „დანკინ დონატსი“ მსოფლიოს 40 ქვეყანაშია წარმოდგენილი. „დანკინ დონატსის“ რესტორნებში მომხმარებელს საშუალება აქვს, დააგემოვნოს უგემრიელესი სენდვიჩების დიდი ასორტიმენტი, ფუნთუშეული, ცივი და ცხელი სასმელები, უმაღლესი ხარისხის ესპრესო, კაპუჩინო, ლატე, ჩაი და ჩოოლატტა-ს პროდუქტები, მაფინები და კრუასანების გამოყენებით შექმნილი სხვადასხვა კერძები და მეავალფეროვანი დონატები. (R)
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)