|
2016-12-16 12:37:23, 951 ნახვა
საზოგადოება
მახათას მთაზე მშენებარე ტაძარში 17 დეკემბერს ილია მეორე ბავშვებს დალოცავს
მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძარში, 17 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II პარაკლისს გადაიხდის და ბავშვებს დალოცავს. ფონდ „ივერიისას“ ინფორმაციით, იწყება მახათას პროექტის ახალი ეტაპი, რომელიც ტაძრის მშენებლობასთან ერთად მისთვის საგანმანათლებლო ფუნქციის შეძენას ითვალისწინებს. 2016 წლიდან, მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, საზოგადოების საქმიანობას სათავეში ჩაუდგა გიორგი თავაძე, რომელიც ამ ფონდის დაარსებიდან მისი სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. შექმნილია ქტიტორთა საბჭო, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანებისგან შედგება. ქტიტორთა საბჭო წევრები არიან, კინორეჟისორი ელდარ შენგელაია; მწერალი გურამ დოჩანაშვილი; კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი; საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე და საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „რუსთავის“ სამხატვრო ხელმძღვანელი ანზორ ერქომაიშვილი; პოეტი და ფილოლოგი ლია სტურუა; მწერალი ლაშა თაბუკაშვილი; ანთროპოლოგი დავით ლორთქიფანიძე; ისტორიკოსი, საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე; სუხიშვილების სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო სუხიშვილი; მხატვარი რუსუდან ფეტვიაშვილი; ჟურნალისტი და გაზეთ „კვირის პალიტრის“ მთავარი რედაქტორი გიორგი თევდორაშვილი; მწერალი და სცენარისტი კოტე ჯანდიერი; დირიჟორი და კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი; კინორეჟისორი და სცენარისტი ლევან კოღუაშვილი; ჟურნალისტი ნინო ქაჯაია; ისტორიკოსი და წმინდა გიორგის სახელობის ბრიტანულ–ქართული სკოლის დირექტორი, პროფესორი ეკა კვაჭანტირაძე; ”საზოგადოება ივერიისას“ თავმჯდომარე გიორგი თავაძე 1998 წლიდან არის „ჯი-ემ-თი ჯგუფის“ პრეზიდენტია; არის წმინდა გიორგის სახელობის საგანმანათლებლო ფონდის დამფუძნებელი, ასევე ფასეულობათა კვლევის საზოგადოების დამფუძნებელი. 2015 წლიდან არის ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭოს დირექტორთა საბჭოს წევრი. 2015 წლიდან კი გიორგი თავაძე არის საქართველოში ჰარვარდის ასოციაციის (კლუბი) პრეზიდენტი.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)