00:20 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-15 21:17:19, 1168 ნახვა

საზოგადოება
თბილისის ქუჩები საახალწლოდ განათდა

თბილისის ქუჩები საახალწლოდ უკვე განათდა. 

როგორც "ექსპრესნიუსს" დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, წელს საახალწლო ილუმინაციებით ქალაქის 30-მდე ქუჩა მოირთო. 

როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ აღნიშნა, ქალაქის ცენტრალური ნაძვის ხე 17 დეკემბერს საზეიმოდ განათდება. რაც შეეხება საახალწლო ქალაქს, იგი 25 დეკემბერს დედაენის სკვერში გაიხსნება.

„თბილისის მთავარ ნაძვის ხეს 17 დეკემბერს საზეიმოდ გავანათებთ, აქვე მინდა მოვუწოდო მოსახლეობას მობრძანდნენ პარლამენტის შენობასთან, რათა  ვიზეიმოთ შობა-ახალი წლის მოახლოვება და ქალაქში საახალწლო განწყობა ერთად შევქმნათ. რაც შეეხება საახალწლო ქალაქს, ის  დედაენის სკვერში 25 დეკემბერს გაიხსნება, ამავე დღეს საახალწლოდ განათდება „ახალი ტფილისიც“,- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ სადღესასწაულოდ განათებული ქუჩების დათვალიერებისას.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics