22:09 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-15 17:18:50, 933 ნახვა

საზოგადოება
მარნეულში 29 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა

მარნეულში, საცხოვრებელი ფართის მფლობელი 29 დევნილი ოჯახი გახდა.   დევნილებს  ახალაშენებულ კორპუსში არსებული ბინების გასაღებები დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და ქვემო ქართლის გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა გადასცეს.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა  და განსახლების სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მენაშენეების პროექტის ფარგლებში, სამინისტრომ  მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე ახალაშენებულ  კორპუსში  50 ბინა  შეისყიდა. კორპუსის სამშენებლო სამუშაოები კონკურსში გამარჯვებულმა კომპანიამ,  შპს „ნოვომ“,  2015 წლის აგვისტოში დაიწყო და 2016 წლის შემოდგომაზე დაასრულა.

ამ ეტაპზე  საცხოვრებელი ფართები 29 დევნილ ოჯახზე, კენჭისყრის პრინციპით,  განაწილდა.  კენჭისყრის საშუალებით გამოვლინდა კონკრეტულად რომელ ბინებში გადანაწილდებიან დევნილი ოჯახები. 29 ბინიდან  7-ერთოთახიანია, 17-ოროთახიანი და 5-სამოთახიანი.

დარჩენილი 21 ბინის მიღების მსურველი დევნილი ოჯახებისთვის კი განაცხადების შევსების დამატებითი ეტაპი გამოცხადდება.

(NS) 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics