|
2016-12-15 17:15:24, 840 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სამინისტროში ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა
იუსტიციის სამინისტროში ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. როგორც "ექსპრესნიუსს" იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, სხდომას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე უძღვებოდა. უწყების ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა ტრეფიკინგთან ბრძოლის სამომავლო ამოცანები განიხილეს და ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი, 2017-2018 წლების, სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს. შეხვედრაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის საინფორმაციო სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით სამუშაო ჯგუფის, აგრეთვე, სამოქალაქო პლატფორმის შექმნის თაობაზე ამ დანაშაულთან ბრძოლის სფეროში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის ხელშეწყობისათვის. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის საკოორდინაციო საბჭო საუწყებათაშორისო ორგანოა, რომლის მიზანია ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა, დანაშაულის პრევენცია, გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის ხელშეწყობა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დაცვის უზრუნველყოფა. საბჭო საქმიანობას საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან, ტრეფიკინგის პრობლემებზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ახორციელებს. ის მონიტორინგს უწევს, აგრეთვე, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას. საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში წარმატებული საქმიანობის შედეგია ის, რომ მიმდინარე წელს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით საქართველო „პირველ კალათაშია“ − სახელმწიფო აკმაყოფილებს ყველა სტანდარტს ამ დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანად საბრძოლველად. სხდომას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები ეწრებოდნენ. (NS)
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)