|
2016-12-15 15:47:23, 902 ნახვა
საზოგადოება
მაკა ჩიჩუა სოციალური სოლიდარობის ორდენით დააჯილდოვეს
საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა დღეს „სოციალური სოლიდარობის ორდენით" დააჯილდოვეს, რომელიც წელს ორგანიზაციის „სრულიად საქართველოს ღვთისშვილთა კავშირი" მიერ დაარსდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ორგანიზაციის გადაწყვეტილებით სოციალური სოლიდარობის ორდენით ჯილდოვდებიან პირები, ან ორგანიზაციები, რომელთაც განსაკუთრებული პიროვნული, ან ორგანიზაციული წვლილი მიუძღვით, როგორც ტრადიციული, ასევე ორგანული სოციალური სოლიდარობის მიმართულებით. „ორდენი, ალბათ სტიმულია ისეთი საქმიანობისათვის, რომელსაც „სრულიად საქართველოს ღვთისშვილთა კავშირი" ახორციელებს. ჩემთვის მნიშვნელოვანია ამ ადამიანების ერთად ყოფნა. უნდა გავერთიანდეთ სწორედ ამ გზავნილით - ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს", - განაცხადა მაკა ჩიჩუამ. საქართველოს პირველ ლედის სოციალური სოლიდარობის ორდენი ორგანიზაციის პრეზიდენტმა ნონა კენჭუაშვილი-სიხარულიძემ პირადად გადასცა. „პირველი ლედი არა მარტო აქტიურად არის ჩართული შეზღუდული შესაძლებლობების პირთა, განსაკუთრებით, ამ კატეგორიის ბავშვთა და მოზარდთა პრობლემების განხილვაში, არამედ, უშუალო, ღია კომუნიკაცია აქვს მათთან. მის მიერ გამოხატული განწყობა, დამოკიდებულება და თანადგომა ფიზიკურად, გონებრივად, მენტალურად შეზღუდული, თუ სოციალურად შეჭირვებული პირების მიმართ, საზოგადოების აღტაცებას იწვევს. ჩვენი ორგანიზაციისათვის საპატიო და საამაყოა, მადლიერების ნიშნად მაკა ჩიჩუას გადასცეს სოციალური სოლიდარობის ორდენი", - განაცხადა ორგანიზაციის პრეზიდენტმა ნონა კენჭუაშვილი-სიხარულიძემ. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო ღვთისშვილთა კავშირის სასწავლო-შემოქმედებითი ცენტრის შრომითი თერაპიის კაბინეტსა და შემოქმედებით სახელოსნოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ნახატები, ხელნაკეთი სამკაულები, აპლიკაციები, საახალწლო აქსესუარები, თიხის ნაკეთობები, თექის პანოები და შარფები. საქართველოს პირველმა ლედიმ გამოფენილი ნამუშევრები დაათვალიერა და ღონისძიების მონაწილეებთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)