|
2016-12-15 14:52:01, 1566 ნახვა
საზოგადოება
ელექრტრონული პირადობის მოწმობის პინ კოდის აღდგენა ბარათის შეცვლის გარეშე იქნება შესაძლებელი
საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, თუ მოქალაქე ელექრტრონული პირადობის მოწმობის პინ კოდს დაკარგავს, რომლის გარეშეც ელექტრონულ ხელმოწერას ვერ განახორციელებს,მისი აღდგენა ბარათის შეცვლის გარეშე იქნება შესაძლებელი. აღნიშნულს ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს, რომელიც საქართველოს მთავრობამ პარლამენტისთვის შესათავაზებლად დღეს დაამტკიცა. პარლამენტის მიერ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, აღნიშნულ სერვისს სესრვისების განვითარების სააგენტო მოქალაქეებს გაზაფხულზე შესთავაზებს: „დაახლოებით 1 მილიონის ღირებულების ინვესტიციაა სერვისების განვითრების სააგენტოს მიერ ჩადებული, უკვე შესაბამისი სერთიფიკატების და სხვა ტექნიკური ინსტრუმენტების შესაქმნელად, რა თქმა უნდ დამატებითი ინვესტიცია ჩაიდება იუსტიციის სამინისტროს სისტემის მიერ იმისთვის, რომ მობილური ტელეფონის აპლიკაცია მომავალ წელს უკვე ამუშავდეს, რათა მობილური ტელეფონიდან ჩვენ შევძლოთ ელექტრონული ხელმოწერაც და არაერთი ელექტრონული სერვისის განხორციელება. თუ პარლამენტი მხარს დაგვიჭერს, ჩვენ ელექტრონული მმართველობის კუთხით კიდევ უფრო კარგი მაჩვენებლები გვექნება, და გაადვილებული იქნება უსაფრთხო ელექტრონული ტრანზაქციები ჩენს ქვეყანაში”,-განაცხადა თეა წულუკიანმა.
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)