23:24 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-15 14:36:10, 1411 ნახვა

საზოგადოება
ელექტრონული დოკუმენტების დაარქივება შესაძლებელი გახდება

ელექტრონული დოკუმენტების არქივაციის სისტემა ამოქმედდება. აღნიშნულს ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს, რომელიც საქართველოს მთავრობამ პარლამენტისთვის შესათავაზებლად დღეს დაამტკიცა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ კანონით შემოვიტანთ ასევე კვალიფიციური ელექტრონული დროის პრინციპს, რადგანაც საჯარო სამსახურში, კერძო სექტორში რამდენიმე წელია ძალიან ბევრი დოკუმენტია შექმნილი ელექტრონულად, რომელიც არ არსებობს ქაღალდზე, და არ გვაქვს ჩვენ ჯერ კიდევ ქვეყანაში ამგვარი ელექტრონული დოკუმენტების არქივაციის სისტემა. ჩვენ გვაქვს ქაღალდზე არსებული დოკუმენტების არქივირების სისტემა. ეროვნული არქივი ინახავს ჩენს დოკუმენტურ მეხსიერებას, რომელიც არის ქაღალდზე, თანამედროვე სამყაროში ბევრი დოკუმენტია ელექტრონული და მათი შენახვის ერთიანი წესები ჯერ არ არსებობს, როდესაც ამ კანონს მივიღებთ, გაჩნდება ყველა ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ელექტრონული დოკუმენტებიც, ანუ ჩვენი მეხსიერება, სახელმწიფო, ეროვნული თუ სხვა, რომელიც არის ელექტრონული, მისი შენახვაც და მომავალი თაობებისთვის გადაცემაც იყოს შესაძლებელი”,-განაცხადა წულუკიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics