|
2016-12-14 15:47:00, 881 ნახვა
საზოგადოება
გელათში დაზიანებულ ფრესკებთან დაკავშირებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს
გელათის სამონასტრო კომპლექსში წვიმის შედეგად ფრესკების დაზიანებასთან დაკავშირებით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მონასტერში სარეაბილიტაციო სამუშაოები მეორე დღესვე დაიწყო და ორ დღეში დასრულდა. „დიდთოვლობისა და გადაუღებელი წვიმების შემდეგ, 11 დეკემბრის ღამეს, გელათის ტაძრის მკლავების გადახურვიდან, რომელიც საბჭოთა დროინდელი და მოძველებულია, წყალმა გაჟონა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სწრაფი რეაგირებით გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები რესტავრატორთა მიერ მეორე დღესვე დაიწყო და ორ დღეში დასრულდა", - ნათქვამია განცხადებაში. მათივე ცნობით, ტაძარში წყალი აღარ ჩაედინება. "ამჟამად წყალი ტაძარში აღარ ჩაედინება. კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ გუშინ, 13 დეკემბერს, საღამოს ადგილზე დაათვალიერა შესრულებული სამუშაო. წლების მანძილზე მიმდინარეობს გელათის სამონასტრო კომპლექსის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოები. კომლექსის ამ ნაწილის სრული რეაბილიტაცია პროექტით მომავალი წლისთვის იგეგმებოდა, მაგრამ, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, რეაბილიტაციის პროცესი გაზაფხულზე გაგრძელდება. მანამდე კი სააგენტოსა და სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის მიერ მუდმივი მონიტორინგი განხორციელდება. გელათის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები გამორჩეული პროექტია, რომელსაც UNESCO-სა და მისი მრჩეველი ორგანიზაციების მიერ მაღალი შეფასება აქვს მიღებული“, -აღნიშნულია განცხადებაში.
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)