|
2016-12-10 18:25:55, 1159 ნახვა
საზოგადოება
სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილი საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო. სახალხო დამცველი ანგარიშში 2016 წლის განმავლობაში ადამიანის უფლებათა სფეროში არსებულ მნიშვნელოვან მიღწევებსა და გამოწვევებზე საუბრობს. 2016 წლის ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოს პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული პოზიტიური ცვლილებები. მათ შორის, სახალხო დამცველის რეკომენდაცია, რომელიც “C” ჰეპატიტის სოფოსბუვირით მკურნალობას გულისხმობს. პენიტენციურ სისტემაში საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირების მსგავსად, “C” ჰეპატიტის მკურნალობა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალქეობის არმქონე პირებისთვისაც გახდა ხელმისაწვდომი. სახალხო დამცველის ანგარიშში ასევე ასახულია პენიტენციური დაწესებულებების დებულებებში შეტანილი ცვლილებები, რაც გულისხმობს პატიმართა დეესკალაციის ოთახში ერთჯერადად განთავსების ვადას, რომელიც 72 საათამდე შემცირდა. ასევე, დიდ მიღწევად არის შეფასებული საქართველოს სახალხო დამცველისა და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის მიერ პენიტენციურ დაწესებულებებში ფოტოგადაღების უფლების განხორციელების წესის დამტკიცება. სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი 2016 წელს საქართველოს პენიტენციურ სისტემაში განხორციელებულ პოზიტიურ ცვლილებეზე საუბრობს. „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიმართულებით საკმაოდ ბევრი დადებითი ტენდენცია იყო. მათ შორის, შემცირებულია არასათანადო მოპყრობის ფაქტები. ჩვენ მხოლოდ ორი, არასათანადო მოპყრობის შესახებ მივაწოდეთ ინფორმაცია პროკურატურას“- განაცხადა უჩა ნანაუშვილმა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილის ზვიად მიხანაშვილის თქმით, სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიში ასახავს პენიტენციურ სისტემაში განხორციელებულ ძირეულ გარდატეხას. „დადებითად იქნა შეფასებული სისტემაში გატარებული რეფორმები. წელს სახალხო დამცველის წარმომადგენლებს პენიტენციურ დაწესებულებაში ფოტოგადაღების უფლება მიეცათ, რაც წინგადადგმული ნაბიჯია. ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლობას, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ასევე სხვა უწყებებთან. მინდა აღვნიშნო, რომ მომავალ წელს ფართომაშტაბიანი პროექტები იგეგმება“, - განაცახადა ზვიად მიხანაშვილმა. საქართველოში ევროკავშირის ელჩის იანოშ ჰერმანის განცხადებით, ევროკავშირი გააგრძელებს თანამშრომლობას სასჯელაღსრულების სამინისტროსთან პენიტენციური სისტემში პროგრესული რეფორმების განხორციელების მიზნით. სახალხო დამცველი დადებითად აფასებს „პატიმრობის კოდექსში“ შეტანილ ცვლილებას, რომლის თანახმადაც, მსჯავრდებულს, რომელიც პენიტენციური დაწესებულების დირექტორის ნებართვითა და კონტროლით ეწევა ინდივიდუალურ საქმიანობას, უფლება ეძლევა პენიტენციური დაწესებულების ხელშეწყობით, გაყიდოს ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთი. შეხვედრას დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)