|
2016-12-08 10:55:46, 896 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენი რუსთავის მერიის მხარდაჭერით გამართული სპორტული ღონისძიების დროს შშმ პირების დისკრიმინაციას ეხმაურება
საქართველოს სახალხო დამცველი ააიპ „რუსთავის სასპორტო სკოლების განვითარების ცენტრის“ ორგანიზებით და რუსთავის მერიის მხარდაჭერით გამართული სპორტული ღონისძიების შესახებ მედიის საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია ნათქვამი, "რუსთავის საკრებულოს Facebook-გვერდის ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობას მხარისა და ქალაქის სხვადასხვა ოფიციალური პირი იღებდა. როგორც გავრცელებული ფოტოებიდან იკვეთება, სავარაუდოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებიც ასევე მონაწილეობდნენ სპორტულ ღონისძიებაში, ეცვათ მაისურები წარწერით - „შშმპ"". „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ“ სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშის თანახმად, მიუხედავად დოკუმენტების და წამოწყებების სიმრავლისა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები დღევანდელ რეალობაში კვლავ აწყდებიან დაბრკოლებებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულუფლებიან წევრად მონაწილეობის პროცესში და მათი უფლებები კვლავ ირღვევა, რაც განპირობებულია მათ მიმართ არაჯანსაღი დამოკიდებულებით. „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციის მე–8 მუხლის თანახმად, წევრი სახელმწიფოები იღებენ ვალდებულებას მიმართონ დაუყოვნებლივ ზომებს, რათა საზოგადოების ცოდნა შესაძლებლობის შეზღუდვის საკითხებზე აამაღლონ და ამ პირთა უფლებებისა და ღირსებისადმი პატივისცემა გააღრმავონ. ისინი ყველა სფეროში უნდა ებრძოლონ სტერეოტიპებს, ცრურწმენებს და მავნე ადათ–წესებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მიმართებით. ამასთან, უფრო ფართოდ უნდა გაავრცელონ ინფორმაცია აღნიშნულ პირთა უნარ–ჩვევებისა და საქმიანობის შესახებ. დასახელებული მიზნების მისაღწევად გამოყენებული ზომები უნდა მოიცავდეს: საზოგადოების შემეცნებითი კამპანიის წამოწყებას და გატარებას, რათა ხელი შეეწყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების გაცნობიერებას, მათ მიმართ კეთილგანწყობას და, ამ საკითხში, სოციალური შეგნების ამაღლებას; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უნარ–ჩვევების, დამსახურებებისა და შესაძლებლობის აღიარებას. აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული ღონისძიება გაიმართა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც 1992 წლიდან აღინიშნება და ინკლუზიური გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობის გზით, ემსახურება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ საზოგადოებაში ტოლერანტობის, მიმღებლობისა და ცნობიერების ამაღლებას. სახალხო დამცველი მიესალმება ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მხრიდან მსგავსი თარიღების აღნიშვნაში მონაწილეობას, თუმცა მიიჩნევს, რომ საკითხის მაღალი მგრძნობელობიდან გამომდინარე, ზედმიწევნით ფრთხილად უნდა მოხდეს ღონისძიებათა შინაარსობრივი დაგეგმვა, ვინაიდან არ მოხდეს თანასწორობის პრინციპის ხელყოფა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ საზოგადოებაში დამკვიდრებული სტიგმების წახალისება. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მსგავსი შემთხვევა წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ დისკრიმინაციული სტერეოტიპების გაძლიერებას, რამდენადაც მაისურზე არსებული წარწერა ხაზს უსვამს ამ ადამიანების განსხვავებას სოციუმის დანარჩენი წევრებისგან და მათ მარგინალიზებას უწყობს ხელს. თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოების თითოეული წევრი, განსაკუთრებით სახელისუფლებო შტოების წარმომადგენლები, უნდა ზრუნავდნენ ინკლუზიური გარემოს ჩამოყალიბებასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა პირსა და ორგანიზაციას, სამომავლოდ თავი შეიკავონ მსგავსი ხასიათის წარწერებისა თუ სიმბოლიკის არასწორ კონტექსტში გამოყენებისგან.
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)