|
2016-12-07 13:33:02, 989 ნახვა
საზოგადოება
ფონდმა „სიცოცხლის ხე“ მესამე საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა
„საქართველოს ბანკის“ ფონდმა „სიცოცხლის ხე“ სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად, რიგით მესამე საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა. კონკურსში გამარჯვებულ 5 პროექტს, მაქსიმუმ 50 000 ლარის ოდენობით, საქართველოს ბანკი დააფინანსებს. გამარჯვებული პროექტებია: • „კასპის შშმ პირთა კავშირი“ - მოწნული ხელნაკეთი ნივთების და ავეჯის საწარმო, სადაც შშმ პირთა დასაქმების ქსელი შეიქმნება - კასპი; • სამოქალაქო ინიციატივა „ცოდნის კაფე“ - კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცე და საცხობი - წნორი; • კავშირი „რეა“ - ხელნაკეთი კერამიკული ნაწარმის საგამოფენო და სარეალიზაციო სივრცის (მაღაზია/სალონი) შექმნა - თბილისი; • „შესაძლებლობების სივრცე“ - ინკლუზიური ეკო-ბანაკი - ლაგოდეხის ნაკრძალი; • "აჭარის ახალგაზრდული უმაღლესი საბჭო" - ადაპტირებული ჰოსტელი - ბათუმი; საგრანტო კონკურსში ჯამში 154 საპროექტო განაცხადი შემოვიდა, შესაბამისი მიმართულების ექსპერტებით დაკომპლექტებულმა დამოუკიდებელმა ჟიურიმ პროექტების შეფასება-განხილვის შედეგად 23 ფინალისტი გამოავლინა. ფინალისტებს 2 დღიანი სპეციალური ტრენინგები ჩაუტარდათ, სოციალური მეწარმეობის თემაზე, რის შედეგადაც ჟიურის წინაშე საბოლოო პრეზენტაციით წარსდგნენ, 23 ფინალისტიდან ჟიურიმ 5 გამარჯვებული გამოავლინა. გამარჯვებული პროექტების განხორციელებას ფონდი „სიცოცხლის ხე“ 2017 წლის იანვრის თვიდან დაიწყებს და პროექტების დასრულებამდე მონიტორინგს გაუწევს მათ. აღსანიშნავია, რომ სოციალური მეწარმეობის შესახებ საგრანტო კონკურსის მიზანი, საქართველოში სოციალური საწარმოების შექმნის და განვითარების ხელშეწყობაა, რომლებიც დადებითად იმოქმედებს სოციალურად აქტუალური საკითხების მოგვარებასა და მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერაზე. გრანტით დაფინანსებული სოციალური საწარმოების საქმიანობა კონკრეტულ შედეგებზეა ორიენტირებული, რომელიც უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმებას. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: http://www.tree.ge
(R)
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)