|
2016-12-01 12:12:26, 623 ნახვა
საზოგადოება
50 ეკომიგრანტ ოჯახს ბინები საკუთრებაში გადაეცა
დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმში 50 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ბინები გადასცეს. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს. უწყების ცნობით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაპრეშუმში, ორი 5-სართულიანი "სოციალური სახლის" მშენებლობა 2014 წელს დაიწყო და წელს დასრულდა. სოციალური სახლების მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 მილიონ 200 ათასი ლარი დაიხარჯა. სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შ.პ.ს „მშენებელი 80“-მა განახორციელა. 50-ბინიანი საცხოვრებელი კორპუსი სრულად კეთილმოწყობილია და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. აღნიშნული პროექტი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში პირველად განხორციელდა. დევნილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, ეკომიგრანტი ოჯახების განსახლებაზე ზრუნვა სახელმწიფომ 2012 წელს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო. „ბინა მიიღო ოჯახმა, რომელსაც სტიქიამ სახლი 1991 წელს დაუნგრია. 25 წელი გავიდა და პირველი ვინც დაიწყო ამ პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვა, ეს არის სწორედ „ქართული ოცნება“ და ჩვენი ხელისუფლება. იგივე პროექტი ხორციელდება სხვადასხვა რაიონებში, მაგალითად, ქედაში წელს უკვე დამთავრდა ასეთი პროექტი, ხულოში მთავრდება და რამდენიმე თვეში 80-დე ოჯახი მიიღებს საცხოვრებელ ფართს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა. ეკომიგრანტი ოჯახების შერჩევა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შესული განცხადებების საფუძველზე მოხდა. დასაკმაყოფილებელ ბენეფიციართა განაცხადები კომისიამ განიხილა, რომელიც დაკომპლექტებულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოს, აჭარის მთავრობის, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებით. საცხოვრებელი ფართებით მხოლოდ ხელვაჩაურში მცხოვრები ეკომიგრანტები დაკმაყოფილდნენ. (NS)
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)