|
2016-11-30 14:29:11, 759 ნახვა
საზოგადოება
თბილისში გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტი გაიხსნა
მაზნიაშვილისა და წინამძღვრიშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე სკვერში გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტი საზეიმოდ გაიხსნა. სკულპტურა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილესთან, პოლკოვნიკ ზაზა ჩხაიძესთან ერთად გახსნა. ღონისძიებას მერის მოადგილეები ნინა ხატისკაცი და გიგა ნიკოლეიშვილი, კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ია მაქაცარია, საკრებულოს დეპუტატები და გენერლის შთამომავლები ესწრებოდნენ. დავით ნარმანიას განცხადებით, გენერლის განუზომლად დიდი ღვაწლი და გმირობა დაფასებას იმსახურებს და ძეგლის გახსნა, სიმბოლურად, ამის დასტურია. „გენერალი მაზნიაშვილი იყო ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე თავდადებით იბრძოლა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ყოფილიყო ერთიანი. სწორედ მისი გმირული ღვაწლისდაფასების მიზნით, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის ინიციატივით და თბილისის მერიის ორგანიზებით, დაიდგა მნიშვნელოვანი ძეგლი, რომელიც არის სიმბოლო გამარჯვებისა.ასევე, სიმბოლო იმისა, რომ არასოდეს არ დავიხიოთ უკან, როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს მტერი,“-განაცხადა თბილისის მერმა. გიორგიმაზნიაშვილი 1871 წელს კასპისრაიონში,სოფელსასირეთშიდაიბადა. იუნკერთა სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მაზნიაშვილი მეფისარმიაშიმსახურობდა. იგი მონაწილეობდა პირველმსოფლიოომში, ასევე, რუსეთ-იაპონიის 1904-1905 წლების ომში. გიორგიმაზნიაშვილი ჯერ მე-11 არმიის, შემდეგ კი თურქების წინააღმდეგ იბრძოდა, რის შედეგადაც ქართველებმა ბათუმი და მისი ოლქი დაიბრუნეს. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მაზნიაშვილი საფრანგეთში, ემიგრაციაში, ცხოვრობდა.1937 წელს იგი დააპატიმრეს და შვილთან, ივანე მაზნიაშვილთან ერთად,გასამართლების გარეშე დახვრიტეს. მისი საფლავის ადგილ სამყოფელი დღემდე უცნობია.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)