|
2016-11-29 18:50:25, 720 ნახვა
საზოგადოება
ბერლინში ქვევრის ღვინო წარადგინეს
გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ჩატარებულ ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაზე ,,RAW Berlin" (The Artisan Wine Fair) ქართული ქვევრის ღვინის 8 მწარმოებლის სხვადასხვა დასახელების ღვინო იყო წარმოდგენილი. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს. მათივე ცნობით, გამოფენის გახსნას გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი ელგუჯა ხოკრიშვილი და ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი ელენე კიკნაძე დაესწრნენ. „გამოფენაზე ქართული ღვინის წარმოდგენა იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, რომ ქვევრის ღვინო ფართო მასშტაბით წარმოჩინდეს საერთაშორისო დონეზე, მოხდეს მისი გაცნობა მეღვინოების სფეროს წარმომადგენლებისთვის. RAW Berlin-ზე ქართული ღვინის მონაწილეობა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ქვევრის ღვინის ცნობადობის ამაღლებისა და პოტენციური იმპორტიორების მოძიების კუთხით. გამოფენაზე მისულ სტუმრებს მიეცათ საშუალება დაეგემოვნებინათ ქვევრის ღვინო, გაცნობოდნენ მისი დამზადების უძველეს ტრადიციებს, ქვეყნის კულტურას და ისტორიას" - აღნიშნა ელენე კიკნაძემ. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ბერლინში გამოფენაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი ქვევრის ღვინის მწარმოებლების ღვინოები: „გოცას საოჯახო მეღვინეობა", „საწნახელი", „ნიკას ღვინო", „ჩვენი ღვინო", „ვარციხის ღვინის მარანი", „ძმების მარანი", „ტიბაანი" და „ნათენაძის ღვინოები". ცნობისთვის, გამოფენის ორგანიზატორია მსოფლიოში ცნობილი ღვინის ექსპერტი, საერთაშორისო ღვინის მაგისტრი იზაბელ ლეჟერონი (საფრანგეთი), რომლის მოწვევითაც ქვევრის ღვინო წელს წარმოდგენილი იყო ბუნებრივი ღვინოების გამოფენებზე დიდ ბრიტანეთში (RAW London), აშშ-ში (RAW New York) და გერმანიაში (RAW Berlin). (NS)
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)