|
2016-11-29 18:25:25, 692 ნახვა
საზოგადოება
ბიზნესის წარმოების შესახებ მსჯავრდებულებისთვის ლექცია-სემინარი ჩატარადა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N16 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულებისთვის ბიზნესის წარმოების თემაზე ლექცია-სემინარი ჩატარდა, რომელსაც პროფესორი ირაკლი ჯავახიშვილი უძღვებოდა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე პროფესორმა მსჯავრდებულებს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმოების, ბიზნესის დაგეგმარების, ბიზნესტრატეგიის შედგენისა და დაფინანსების გზების მოძიებაზე მიაწოდა ინფორმაცია. უწყების ინფორმაციით, ირაკლი ჯავახიშვილს მსჯავრდებულებმა ბიზნესის წარმოებასთან დაკავშირებით მათთვის საინტერესო საკითხებზე შეკითხვებიც დაუსვეს. ირაკლი ჯავახიშვილის თქმით, მსგავსი სახის ლექცია-სემინარები მსჯავრებულებს ბიზნესის დაწყებისთვის აუცილებელი ინფორმაციისა და ცოდნის მიღებაში შეუწყობს ხელს. „შეხვედრაზე იმ რისკებზეც ვისაუბრეთ, რაც ბიზნესის დაწყებას ახლავს. ასევე, ვიმსჯელეთ ბიზნესის წამოწყების შესაძლებობებზე. აღნიშნული ინფორმაცია მსჯავრდებულებს პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაციაში, ასევე, დასაქმებასა და შემოსავლის წყაროს მოძიებაში დაეხმარება“, - განაცხადა ირაკლი ჯავახიშვილმა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მსჯავრდებულთათვის საინტერესო, სასარგებლო საკითხებსა და მსგავსი სახის შეხვედრების ორგანიზებას მომავალშიც განაგრძობს. (NS)
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)