|
2016-11-28 15:32:07, 928 ნახვა
საზოგადოება
პროექტ „50 საჯარო მოხელის“ საუკეთესო 6 მონაწილე ინგლისში ერთთვიან სასწავლო კურსზე გაემგზავრა
საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის საგანმანათლებლო პროექტ„50 საჯარო მოხელის“ 6 საუკეთესო მონაწილე ინგლისის მენეჯმენტისა და ენის საერთაშორისო კოლეჯში (MLS InternationalCollege) ერთთვიან სასწავლო კურსზე - ,,მენეჯმენტი, ლიდერობა, ადამიანური კაპიტალის მართვა და საქმიანი კომუნიკაცია“ გაემგზავრა. როგორც „ექსპრესნიუსს“ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრიდან აცნობეს, სწავლება სრულად ფინანსდება იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ. პროექტი “50 საჯარო მოხელე“ ემსახურება იმ სტუდენტების პროფესიული და პიროვნული განვითარების ხელშეწყობას, რომლებსაც უკვე გადაწყვეტილი აქვთ, მომავალი კარიერა საჯარო სამსახურს დაუკავშირონ. ცნობისთვის, კონკურსის წესით შერჩეული 50 ახალგაზრდა, 6 თვის განმავლობაში ინტენსიურ სასწავლო კურსს გადიოდა, რის შემდეგაც მათ იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ოთხთვიანი სტაჟირება დაიწყეს. პროექტის მონაწილე 50-ი ახალგაზრდიდან, 22-ი უკვე დასაქმებულია იუსტიციის სამინისტროს სისტემაში. კონკურსში მონაწილეობა შეეძლო 21-25 წლის საქართველოს მოქალაქეს (ბაკალავრი). რამდენიმე ეტაპიანი შესარჩევი კონკურსი მოიცავდა ტესტირებებს და გასაუბრებას. (NS)
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)