|
2016-11-28 15:23:20, 649 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ლექვინაძემ მდგრადი ტრანსპორტის პირველ გლობალურ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო
თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე აზიის განვითარების ბანკის მიწვევით მდგრადი ტრანსპორტის პირველ გლობალურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. თბილისის მერიის ინფორმაციით, კონფერენცია 26-27 ნოემბერს გაეროს ეგიდით თურქმენეთში, ქალაქ აშხაბდში ჩატარდა. მათივე ინფორმაციით, პანელის ფარგლებში, რომლის თემა იყო 21-ე საუკუნის ურბანული ტრანსპორტი და თანამედროვე ტენდენციები, ირაკლი ლექვინაძე მოხსენებით წარსდგა და ისაუბრა თბილისში სატრანსპორტო სისტემასა და არსებულ გამოწვევებზე, ასევე აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტებზე. გარდა ამისა, მერის მოადგილემ კონფერენციის მონაწილეებს გააცნო აზის განვითარების ბანკის მხარდაჭერით მომზადებული თბილისის ურბანული მობილობის სტრატეგიის დოკუმენტის ძირითადი მიმართულებები და მწვანე ტრანსპორტის განვითარების ტენდენციები. პანელს უძღვებოდა აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ბაბბანგ სუსანტონო. „თბილისი მთავრობა აქტიურად მუშაობს დონორებთან და კერძო სექტორთან ტრასპორტის სფეროში პროექტების განხორციელების მიმართულებით. ქალაქი ამუშავებს მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმას, სადაც მნიშვნელოვანი როლი სატრანსპორტო სისტემის მოდერნიზაციას უჭირავს. ტრანსპორტის სექტორში ვმოქმედებთ თბილისის ურბანული მობილობის სტრატეგიით 2030, რომელი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. თბილისის მოსახლეობა 1,2 მლნ. ადამიანია, იზრდება მოსახლეობა, სწრაფი ტემპით მიმდინარეობს ურბანიზაციის პროცესი, ავტომობილების რიცხვი, შესაბამისად ახალ გამოწვევებზე საჭიროა ადეკვატური პასუხი“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ. (NS)
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)