|
2016-11-26 09:33:20, 682 ნახვა
საზოგადოება
კვიპროსში საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისადმი მიძღვნილი ფესტივალი ჩატარდა
კვიპროსში, ქალაქ ნიქოზიასა და ლიმასოლში, საქართველოს კულტურის ფესტივალი პირველად გაიმართა, რომელიც მიზნად ქართული კულტურის პოპულარიზაციასა და ქვეყნის პოტენციალის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას ისახავდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფომრაციით, ფესტივალის სტუმრებს, ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილების" ახალგაზრდული გუნდისა და „ქართული ხმების" კონცერტებზე დასწრებით საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ ქართული ნაციონალური ცეკვისა და პოლიფონიური სიმღერის მრავალწლიან ტრადიციას. ასევე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საგარეო საქმეთა სამინსიტროს მიერ მიწოდებული მასალების საფუძველზე ფესტივალის მონაწილეებმა მიიღეს დაწვრილებითი ინფორმაცია საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ. სტუმრებს მიეცათ საშუალება დაეგემოვნებინათ ქართული ღვინოც. წარმოდგენებს 1500-ზე მეტი მაყურებელი დაესწრო. მათ შორის კვიპროსის ხელისუფლების, კულტურის დარგის, საქმიანი წრეების, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა, დიასპორის წარმომადგენლები და ნიქოზიაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები. ფესტივალის პარტნიორები იყვნენ კვიპროსის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, ლიმასოლის, ნიქოზიას, სტროვოლოსის მუნიციპალიტეტები, ტურისტული კომპანია TRAVELHOUSE და ავიაკომპანია WIZZ AIR. კვიპროსის განათლებისა და კულტურის მინისტრმა კოსტას კადისისა და კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, რევაზ ლომინაძემ ერთობლივი პრეს-კონფერენცია გამართეს, რომელიც ეძღვნებოდა როგორც ფესტივალს, ასევე ორ ქვეყანას შორის უკვე არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს. კულტურის ფესტივალი ქალაქ ნიგოზიასა და ლიმასოლში 16-18 ნოემბერს ჩატარდა. მან დიდი წარმატებით ჩაიარა და ფართოდ გაშუქდა მედიაში. ასევე გაჩნდა ფესტივალის დაარსების იდეაც.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)